მოგეხსენებათ, 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადება. მანამდე კი ჩვენს ბიჭებს მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მოუწევთ თამაში.
"ცხინვალთან" მატჩში შედგა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვასილ მაისურაძის არაოფიციალური დებიუტი. ცხინვალელთაგან გოლები გაიტანეს გიგა ბეჭვაიამ, ზვიად ლობჟანიძემ და უჩა ბურძენაძემ (პენალტით).
ამ მატჩში "ცხინვალის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი ათამაშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"