ვასილ მაისურაძის გუნდმა გოლი 28-ე წუთზე გაუშვა, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლო.
ქართველი 17-წლამდელები ჯგუფის ბოლო მატჩს უკრაინელ ჭაბუკებთან 21 იანვარს გამართავენ. ამ უკანასკნელებმა დღეს მოლდოვას ანგარიშით 5:1 მოუგეს და C ჯგუფს, ფინელებთან ერთად, 4-4 ქულით ლიდერობენ. მაისურაძის გუნდი კი, რომელმაც პირველი ტურის შეხვედრაში მოლდოვას სძლია (5:4), 3 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
12-გუნდიან ტურნირზე პირველობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში ამ შემადგენლობით იმყოფება:
მიხეილ ერგემლიძე, დავით კერესელიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ნიკა შიხაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ლუკა სილაგაძე, ლუკა გუგეშაშვილი, იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე, ლუკა ასათიანი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია, ბექა ქავთარაძე.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ელის, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.