ვინ არის ქართველი "რობინიო"? ლევან ბარაბაძე "ლევანტესა" და "ალმერიას" ობიექტივში

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. შემთხვევითი არ არის, რომ გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი გახლავთ ლევან ბარაბაძე, ვინც 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდში თამაშობს.

ამჯერად, ის მინსკის საერთაშორისო ტურნირზე არ ახლავს ნაკრებს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველოს ღირსების დაცვა თბილისურ ელიტრაუნდში მოუწევს.

დროა, პერსპექტიული ფეხბურთელი ჩვენს მკითხველს უფრო ახლოს გავაცნოთ...

- 6 წლის ვხდებოდი, ფეხბურთზე რომ შევედი. "ნორჩი დინამოელის" საფეხბურთო სკოლაში დავდიოდი. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო გივი ლომიძე. თავდაპირველად, მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი. უკვე კარგა ხანია,
ნახევარმცველი ვარ.

- ფეხბურთი და სწავლა: როგორ ათავსებდი მათ ერთმანეთთან, მშობლებმა თუ მოგიწონეს, ფეხბურთელობა რომ გადაწყვიტეთ?
- კი, თავიდანვე ყველანაირად მხარდაჭერას ვგრძნობდი. სწავლით, მართლა კარგად ვსწავლობდი, პატარა რომ ვიყავი. მერე ფეხბურთმა ბევრი დრო წაიღო...

- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებზე გკითხავთ. სადღეისოდ, მინსკის ტურნირზე არ ხართ, თუმცა, ალბათ, ელიტრაუნდში თამაშს იმედოვნებთ...
- ასეა. იმედი მაქვს, მერგება დიდი პატივი და ელიტრაუნდში დავიცავ საქართველოს ნაკრების ღირსებას. მინსკის ტურნირს რაც შეეხება, საქართველოს ნაკრებს, მის სამწვრთნელო შტაბს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ძალიან გამახარა მოლდოვის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებულმა გამარჯვებამ...

- როგორც ყველას, ალბათ თქვენც გსურთ, რომ ძალები საზღვარგარეთ მოსინჯოთ...
- რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია საზღვარგარეთ თამაში. არ დავმალავ, არის ინტერესი ესპანეთიდან. კერძოდ, საუბარია "ლევანტესა" და "ალმერიას" ასაკობრივ გუნდებზე. ვნახოთ, რა გამოვა. როგორც ვიცი, კიდევ არის შეთავაზებები სხვადასხვა ქვეყნიდან. ვგულისხმობ იმავე ევროპულ ქვეყნებს. არის ვარიანტი საფრანგეთიდან, თუმცა არ ვიცი, რომელი გუნდია.

- რეჟიმთან თუ "მეგობრობთ"?
- შანსი არ არის, რეჟიმი დავარღვიო. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, შუალედში ფიზიკურად ვიტვირთები. შრომა წარმატებას მომიტანს - ეს ზუსტად ვიცი.

- მეტსახელი თუ გაქვთ?
- "რობინიოს" მეძახიან თანაგუნდელები. შავგვრემანი ვარ, ალბათ, ტანითაც მიმამსგავსეს (იცინის).

- ორივე ფეხს ერთნაირად იყენებთ მინდორზე?
- მარცხენა "ჩემი" ფეხია. მარჯვენით პასს კი ვაკეთებ, მაგრამ კარში ვერ ვურტყამ. ამაზე სამუშაო მაქვს.

- კიდევ რა კომპონენტებზე უნდა იმუშაოთ?
- თუნდაც იმაზე, რომ ძალისმიერ ორთაბრძოლებში უფრო ხშირად ჩავერთო.

- ყველაზე კომფორტულად თავს რომელ პოზიციაზე გრძნობთ?
- მარცხენა და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.

- ამჟამად თქვენი მწვრთნელები ვინ არიან?
- გოჩა ავსაჯანიშვილი და თამაზ კოსტავა.

- რომელი გუნდის ქომაგი ხართ?
- ბავშვობიდან "მილანს" ვქომაგობდი, ახლა "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მინსკის ტურნირზე ყველა პატრონიანი წაიყვანეს და ხო ნახე შედეგი მანდ თამაშს ჯობდა რო არ წაგიყვანეს მოიჭრეს თავი 10 გუნდში 8ზე გავიდნენნ თქვენი ნაკრები სად გავიდა და როგორ ჩააფლავეს თბილიში მაინც არ ყოფილიყო ვაფშე გაბაძდნნ მანდ რა გინდოდა ტო
vaja
13:06 20-01-2017
0
ისეთი მწვრთნელები ჰყავს, რომ არცაა ამ ბიჭის კარგი თამაში გასაკვირი. გოჩასა და თამაზის ხელში კიდევ უფრო გაიზრდება და განვითარდება! უფალმა დალოცოს ეს ბიჭი და იმედია გაგვახარებს ქართველ გულშემატკივრებს მალე! არ დაიზარო შვილო, იშრომე და ყველაფერი მოვა!
კახა
22:11 20-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული