მინსკის საფეხბურთო მანეჟში მატჩი თბილისის დროით 17:40 სთ-ზე დაიწყება.
12-გუნდიან ტურნირზე პირველობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან აუცილებლად გამარჯვება, ხოლო ჯგუფის მეორე მატჩში მოლდოვასთან ფინელთა ვერმოგება სჭირდება. მოლდოვა-ფინეთის დაპირისპირება მანამდე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდმა C ჯგუფში მოლდოვას ანგარიშით 5:4 სძლია, ფინეთთან კი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში ამ შემადგენლობით იმყოფება:
მიხეილ ერგემლიძე, დავით კერესელიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა
17-წლამდელთა ნაკრებს მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ელის, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.