U17. საქართველო-უკრაინა 1:3 - ბრძოლას VII-IX ადგილებისთვის ვაგრძელებთ [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირში "განვითარების თასი 2016"-ში ჯგუფის ბოლო შეხვედრა უკრაინელ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ თამაშის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ვასილ მაისურაძის გუნდს ტურნირზე პირველობისთვის ბრძოლის შანსი აღარ ჰქონდა - მანამდე გამართულ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ფინელმა 17-წლამდელებმა მინიმალური ანგარიშით მოლდოვას სძლიეს და 7 ქულას მოუყარეს თავი.

ქართველთა ერთადერთი გოლი გიორგი კუციამ 71-ე წუთზე, საჯარიმოს შესრულების შემდეგ გაიტანა და ანგარიში 1:2 გახდა, თუმცა უკრაინელებს ორბურთიანი უპირატესობის აღსადგენად სულ წუთი დასჭირდათ...

საბოლოოდ, C ჯგუფი ბურთების
უკეთესი სხვაობით უკრაინამ მოიგო, საქართველოს ნაკრებმა კი მესამე ადგილი დაიკავა და ბრძოლას VII-IX ადგილებისთვის გააგრძელებს. მომდევნო მატჩს ქართველი ჭაბუკები 23 იანვარს გამართავენ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში ამ შემადგენლობით იმყოფება: მიხეილ ერგემლიძე, დავით კერესელიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ნიკა შიხაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ლუკა სილაგაძე, ლუკა გუგეშაშვილი, იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე, ლუკა ასათიანი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია, ბექა ქავთარაძე.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რას უნდა მივაღწიოთ ქართულ ფეხბურთში? ფეხბურთი მასობრივი სპორტია და ბავშთა ფეხბურთიდან იღებდნენ შევსებას,დღეს ბავშთა ფეხბურთი არ არსებობს,რადგანაც გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სპორტი,მაგალითად დინამოს აკადემია გახადეს 150 ლარი.თქვენს გარშემო რამდენს შეუძლია ამ თანხის გადახდა?
beqa
00:03 24-01-2016
0
არ უნდა არაფრის მომცემი პანიკა! იცოდნენ გავარდნილები იყვნენ და ძალები დაზოგეს ელიტ რაუნდისთვის. ეს მოსამზადებელი ტურნირია
თბილისელი
11:29 22-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული