21-წლამდელები მეტოქეებს გაარკვევენ

AutoSharing Option
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრა გაიმართება.

წინასწარ ცნობილი გახდა, რომ უეფამ პოლიტიკური დაპირისპირებები გაითვალისწინა და ერთ ჯგუფში რუსეთ-საქართველოსა და აზერბაიჯან-სომხეთის ნაკრებების მოხვედრა გამორიცხა.

52 ნაკრები 10 ჯგუფად განაწილდება (ორი ექვსგუნდიანი, დანარჩენები ხუთგუნდიანი). 10 გამარჯვებული პლუს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ორმატჩიან დაპირისპირებაში დაწყვილდებიან და ევროპის ჩემპიონატზე გასული 7 გუნდი გაირკვევა, მათ კი მასპინძელი ისრაელი დაემატება - ფინალური ტურნირი "აღთქმულ მიწაზე" 2013 წლის ივლისში გაიმართება.

გუნდები კალათების მიხედვით გაანაწილეს. წინა ციკლში საკმაოდ კარგი გამოსვლის მიუხედავად, საქართველო
ბოლოსწინა, მე-4 კატეგორიის ნაკრებებში მოხვდა:

1. ინგლისი, ესპანეთი, ჰოლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, ჩეხეთი, სერბეთი, გერმანია, რუმინეთი.
2. პორტუგალია, უკრაინა, თურქეთი, შვეიცარია, უელსი, ბელარუსი, საფრანგეთი, ავსტრია, დანია.
3. ხორვატია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, შოტლანდია, უნგრეთი, ბელგია, მოლდოვა, ფინეთი, სომხეთი.
4. ჩრდილოეთ ირლანდია, ლატვია, ჩერნოგორია, საქართველო, ბოსნია, პოლონეთი, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ბულგარეთი.
5. მაკედონია, ალბანეთი, ფარერები, კვიპროსი, ლიტვა, ყაზახეთი, ესტონეთი, აზერბაიჯანი, ანდორა, სანმარინო, ლუქსემბურგი, მალტა, ლიხტენშტაინი.




.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული