23 იანვარს გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ გაიტანა.
ვასილ მაისურაძის გუნდი, რომელიც თბილისში გასამართი ელიტრაუნდისთვის ემზადება, მინსკის ტურნირზე გამოსვლას 24 იანვარს, ლიტველ თანატოლებთან, მე-7 ადგილისთვის მატჩით დაასრულებს.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში ამ შემადგენლობით იმყოფება: მიხეილ ერგემლიძე, დავით კერესელიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ნიკა შიხაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ლუკა სილაგაძე, ლუკა გუგეშაშვილი, იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი,