U17. საქართველო-ირანი 1:0 - ბრძოლა მე-7 ადგილისთვის გრძელდება

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში "განვითარების თასი 2016"-ში VII-IX ადგილებისთვის მატჩი ირანის თანატოლთა ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

23 იანვარს გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ გაიტანა.

ვასილ მაისურაძის გუნდი, რომელიც თბილისში გასამართი ელიტრაუნდისთვის ემზადება, მინსკის ტურნირზე გამოსვლას 24 იანვარს, ლიტველ თანატოლებთან, მე-7 ადგილისთვის მატჩით დაასრულებს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში ამ შემადგენლობით იმყოფება: მიხეილ ერგემლიძე, დავით კერესელიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ნიკა შიხაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ლუკა სილაგაძე, ლუკა გუგეშაშვილი, იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი,
სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე, ლუკა ასათიანი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია, ბექა ქავთარაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული