U19. საქართველომ ბულგარეთი მეორე ჯერზე დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, ბენდელას სტადიონზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურად ბულგარელ თანატოლებს გაეჯიბრა და გამარჯვებაც მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ გახსნა, 69-ე წუთზე კი ენვერ ლილუაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს, "დინამოს" აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გიორგი ყიფიანის თავკაცობით ბულგარელ თანატოლთა წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელიც უგოლოდ დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდამდე კი, რომელიც ესპანეთში გაიმართება, 19-წლამდელთა ნაკრები შეკრებას მონტენეგროში გაივლის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წაუგებელი სერია დაიწყო. გაიხარეთ!!!!
გუჯა კახაძე
22:23 26-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული