ავსტრალიის A ლიგის მე-14 ტურში "ნიუკასლ ჯეტსმა" "ბრისბენს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ბექა მიქელთაძემ 76-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ბექა დარცმელიას, ქართველი ფეხბურთელი თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.
"ნიუკასლი" 17 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 4 თებერვალს, "პერტ გლორისთან" გამართავს.