ლევან კობიაშვილი: გია გეგუჩაძის კონტრაქტი იქნება გათვლილი შედეგზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წარადგინა.

"მიხარია, რომ გია გეგუჩაძე ჩვენთანაა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო "დინამოს". მათთვის მარტივი არ იყო გეგუჩაძის დათმობა, რადგან ის კარგად მუშაობდა გუნდში.

საბედნიეროდ, მოხდა შეთანხმება და ეს ჩვენი ერთგვარი წარმატებაც არის. ჩვენ გვჭირდება ასეთი სპეციალისტი.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო გიას, რომელიც დათანხმდა ჩვენს წინადადებას. ჩვენი ხედვები ერთმანეთისას ემთხვევა და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები გვექნება ამ მიმართულებით.

გია არის სპეციალისტი, რომელსაც გამოცდილება აქვს
ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ არჩევანი მასზე. იმედი მაქვს, ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი იქნება.

გეგუჩაძის კონტრაქტი იქნება 3-წლიანი, ანუ 2018 წლის ბოლომდე და გათვლილი იქნება მხოლოდ შედეგზე.

ეს შესარჩევი ჯერ მიმდინარეობს... მომდევნო შესარჩევის მეტოქეები ჯერ არ ვიცით. როცა გვეცოდინება, იქნება მინიმალური შედეგი დაწესებული. იქნება იგივე სისტემა - დაესახება გუნდს მიზნად მინიმალური შედეგის მიღწევა და გიას კონტრაქტიც იქნება გათვლილი შედეგზე. შედეგზე იქნება დამოკიდებული ხელფასიც.

რაც შეეხება კახა ცხადაძეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მზად ვარ, შევხვდე და ვესაუბრო, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდეს კონტრაქტის გაწყვეტა, მაგრამ აღნიშნული შეხვედრა ჯერ არ შემდგარა", - თქვა კობიაშვილმა.

"მინდა მადლობა გადავუხადო "დინამოს". მასთან განშორება ჩემთვის იოლი არ იყო. მადლობა სფფ-სა და ლევანს ამ ნდობისთვის, რომელიც დიდი პატივია ჩემთვის.

ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ გადაწყვეტილების მიღებაში იმ გარემოებებმა ითამაშა, რაც ჩვენს საუბარში ითქვა - ერთნაირი ხედვები გვაქვს მრავალი კუთხით.

ჩემთვის ამ თანამდებობაზე დანიშვნა ერთგვარი გამოწვევაა. მე ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორიც ვიქნები. ერთ სისტემაში მოქცევა აუცილებელი რამაა, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ფეხბურთს სჭირდება.

მიზანი იქნება ნაკრების წინ წაწევა და ეროვნულ ნაკრებს მოვუმზადოთ ფეხბურთელები", - თქვა გეგუჩაძემ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
გიას ხელფასიც გააჟღერე კობი რახან ხემფასებზეა ყველაფერი დამოკიდებული შენთვის.
ერთნაირი მიდგომა ყველასთან!
27 იანვარი 2016 16:28
0
ლოგიკური კითხვაა, რატომ არ ითქვა გეგუჩაძის ხელფასი? კობიაშვილო, შენც კარგი
ორმაგი სტანდარტებით მოთამაშე ყოფილხარ.
Levani
27 იანვარი 2016 16:25
0
ვულოცავ ბ-ნ გიას და ვუსურვებ წარმატებას!

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების ასკი ქართულ ფეხბურთში მიმაჩნია ყველაზე პრობლემურად, განსაკუთრებით ფიზიკური კონდიციების კუთხით (მიზეზებს არ ჩამოვთვლი).

ბ-ნო გია, მაინტერესებს, თქვენც სხვა ქართველი მწვრთნელებივით თვლით, რომ ფეხბურთელი ნაკრებში ფიზიკურად მომზადებული უნდა მოვიდეს (სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ხდება), თუ ამ საკითხზე გაქვთ თქვენი ხედვა, როგორ მოვუმატოთ ფიზიკური კონდიციები 2 დღეში?

პატივისცემით გუჯა კახაძე
სირბილის სწავლების ცენტრი
27 იანვარი 2016 16:20
0
ხელფასის ოდენობას რატომ არ ასახელებთ? აა, არაეთიკურია? გეთანხმებით, არაეთიკურია, ჰოდა ცხადაძეს შემთხვევაშიც ეგრე უნდა მოქცეულიყავით.
ბბ
27 იანვარი 2016 16:20
0
ერთ სისტემაში მოქცევა როგორ უნდა მოხდეს, როდესაც ფედერაციის ცვლილება ყოველთვის საქართველოში იწვევს ნაკრების მწვრთნელების ცვლილებას? არავინ არ აგრძელებს დაწყებულ საქმეს და ყველა ახალათ იწყებს . . . მ....ნ თქვენი ერთნაირი სისტემა...
sirabidze
27 იანვარი 2016 16:16
0
და რამდენი აქვს ხელფასი ეხლა გეგუჩაძეს?
soso
27 იანვარი 2016 15:56
0
ხალხს ერთჯერადი შედეგი კი არა, რეალური ამოსვლა უნდა ამ ჭაობიდან, უნდა უფრო ძლიერი ჩემპიონატი, კლუბები ხანდახან მაინც, რომ შედიოდნენ ევროპა ლიგის ჯგუფში, აქაურ თამაშებს ნათესავების გარდა კიდევ სხვაც ესწრებოდეს. 21წლამდე ნაკრები ორით მეტ თამაშს თუ მოიგებს რა იცვლება?
Levani
27 იანვარი 2016 15:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული