ქართველ 21-წლამდელებს ძლიერი მეტოქეები ერგოთ

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, შვეიცარია, ხორვატია და ესტონეთი იქნებიან.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ქართველი იუნიორები რუსეთთან ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებოდნენ. ასევე ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებოდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი. უეფამ ორივე შემთხვევაში პოლიტიკური მოტივით იხელმძღვანელა.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდა:

1 ჯგუფი: გერმანია, ბელარუსი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კვიპროსი, სანმარინო
2 ჯგუფი: შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, სლოვენია, ლიტვა, მალტა
3 ჯგუფი: ჩეხეთი, უელსი, შვედეთი, მონტენეგრო, ანდორა
4 ჯგუფი: სერბეთი, დანია, ჩრდილოეთ
ირლანდია, მაკედონია, ფარერები
5 ჯგუფი: ესპანეთი, შვეიცარია, ხორვატია, საქართველო, ესტონეთი
6 ჯგუფი: რუსეთი, პორტუგალია, მოლდოვა, პოლონეთი, ალბანეთი
7 ჯგუფი: იტალია, თურქეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლიხტენშტეინი
8 ჯგუფი: ინგლისი, ბელგია, ისლანდია, ნორვეგია, აზერბაიჯანი
9 ჯგუფი: რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ყაზახეთი
10 ჯგუფი: ჰოლანდია, ავსტრია, შოტლანდია, ბულგარეთი, ლუქსემბურგი


ევრო-2013-ის ფინალური ეტაპი ისრაელში გაიმართება და მასპინძლები გათავისუფლებულნი არიან შესარჩევისგან. სულ, შესარჩევში 52 ნაკრები ითამაშებს, რომლებიც 10 ჯგუფად განაწილდებიან (ორი ექვსგუნდიანი და დანარჩენი ხუთგუნდიანი), გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი (ანუ 14 გუნდი) ფლეი-ოფში გავა და შინ-სტუმრად მატჩებით გაირკვევა ის შვიდეული, რომელიც ისრაელს დაემატება.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით






.





.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დედაქალაქი ბერნია
Dato
17:16 03-02-2011
0
მეტოქეებს არ ირჩევენ,ასე რომ უნდა ვითამაშოთ და რაც მთავარია არ შევდრკეთ არც ერთი მეტოქის წინაშე
dato
18:33 03-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული