გია გეგუჩაძის ასისტენტი ახალგაზრდულ ნაკრებში გია ჭიაბრიშვილი იქნება

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გია გეგუჩაძის ასისტენტი "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი იქნება. ამასთან, ჭიაბრიშვილი მაისის ბოლომდე თბილისური კლუბის მთავარ მწვრთნელადაც იმუშავებს.

გია ჭიაბრიშვილის "საბურთალო" ახლა თურქეთში, სიდეში იმყოფება, სადაც შეკრებას გადის.

დღეს "საბურთალო" მეორე ამხანაგურ მატჩს რუმინული "ვოლუნტარის" წინააღმდეგ მართავს. მიუხედავად ამისა, ჭიაბრიშვილი უკვე შეუდგა მუშაობას და ხვალ, 4 თებერვალს ბოლნისის "სიონსა" და ყაზახურ "ოკჟატპესს" შორის გასამართ მატჩსაც დაესწრება. ჭიაბრიშვილი სხვა შეხვედრებსაც დაესწრება, სადაც 21-წლამდელთა ნაკრებისთვის კადრებს შეარჩევს.

როგორც Sportall.ge-მ გაარკვია, თურქეთში ჩასვლას გია გეგუჩაძეც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ამ ორ
სპეციალისტს ადრეც უმუშავია ერთად, კერძოდ კი, "ზესტაფონში". მაშინაც ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ასეც ვიცოდი კაი კაი ამ ქვეყანაში დინამოს საბურთალოს და ლოკომოტივის გარდა გუნდი არ არის ?
inkognito
18:41 03-02-2016
0
გუნდი კია ჩემო კარგო მარა სპეციალისტი არაა მეტი. ცეცაძეა ერთი კარგი სპეციალისტი კიდე და მეტი ვინგვყავს მე არავინ მახსენდება.
არა
19:06 03-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული