U17: საქართველოს ნაკრები სომხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაასრულა სომხურ მხარესთან მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ 1-ელ და 3 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ორივე შეხვედრა თბილისში, "მიხეილ მესხის" სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება და ჩვენი მეტოქე სომხეთის 18-წლამდელთა ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 15-20 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება და ამისთვის იანვარში მინსკის საერთაშორისო ტურნირზეც ითამაშა.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრად ვგულშემატკივრობ 17წ ნაკრებს უნგრეთიში ვიყავი თამაშსზე სენსაცია მოხდა დამატებით დროში ამ შანსის დაკარგვა არ შეიდძლება იქნებ გაგვახაროთ უნგრეთში მაგრათ გავიხარე კარგი გუნდი იყო გეცლიატ ავსაჯანასთვის ბოგმები გვერდზე გადაგედოთ იქნებ გავსულიყავით კარგი იქნებოდა მინსკის ტურნირმა დამაფიქრა მეშვიდე ადგილი ტეხავს ათ გუნდში მაგრათ გულშემატკივრობთ აბა თქვენ იცით
misha
13:31 15-02-2016
0
U17 ნახევარფინალში უკვე იყო. საინტერესოა ბ-ნი ვასილ მაისურაძე ამჯერად რას შემოგვთავაზებს?
გუჯა კახაძე
17:46 14-02-2016
0

სიახლეები პოპულარული