U17: საქართველოს ნაკრები სომხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაასრულა სომხურ მხარესთან მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ 1-ელ და 3 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ორივე შეხვედრა თბილისში, "მიხეილ მესხის" სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება და ჩვენი მეტოქე სომხეთის 18-წლამდელთა ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 15-20 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება და ამისთვის იანვარში მინსკის საერთაშორისო ტურნირზეც ითამაშა.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
მარტში თუ ვერ მოიგეთ ყველაფერი ახალ მცვრღნელს დაბრალდება ისინი იტყვიან მცირე დრო იყო გასაცნობად დამოსამზადებლად გეცლიატ ძველისტვის მერე ვის მოეტხოება პასუხი ფედერაციას არც აინტერესებს თავისი ხო გაიტანეს
shota
16:21 14-02-2016
0
U17 ნახევარფინალში უკვე იყო. საინტერესოა ბ-ნი ვასილ მაისურაძე ამჯერად რას შემოგვთავაზებს?
გუჯა კახაძე
17:46 14-02-2016
0

სიახლეები პოპულარული