საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სომხეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად შეიკრიბა.
ვასილ მაისურაძის გუნდი 1-ელ და 3 მარტს, 14:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ორ სპარინგს გამართავს სომხეთის 18-წლამდე ნაკრებთან.
ეს ორი შეხვედრა დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპია ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის, რომელიც 15-20 მარტს თბილისში ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იტალია, რუსეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაბინავდა. ვასილ მაისურაძემ გუნდისთვის შემდეგი 22 ფეხბურთელი შეარჩია:
ნიკიტა შიხაშვილი (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბილისი), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ბექა
ქავთარაძე (35-ე სკოლა), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (35-ე სკოლა), ლაშა ნიკოლეიშვილი (35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი (დინამო თბილისი), დავით კერესელიძე (ცხინვალი), დიმიტრი ვირუბოვი (35-ე სკოლა), ლევანი ხარაბაძე (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), ლუკა სილაგაძე (დინამო თბილისი), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბილისი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (35-ე სკოლა), ზურა დავითაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ივანიაძე (საბურთალო)
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით