ვასილ მაისურაძემ სომხეთთან მატჩებისთვის 17-წლამდელები შეკრიბა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სომხეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად შეიკრიბა. ვასილ მაისურაძის გუნდი 1-ელ და 3 მარტს, 14:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ორ სპარინგს გამართავს სომხეთის 18-წლამდე ნაკრებთან.

ეს ორი შეხვედრა დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპია ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის, რომელიც 15-20 მარტს თბილისში ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იტალია, რუსეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაბინავდა. ვასილ მაისურაძემ გუნდისთვის შემდეგი 22 ფეხბურთელი შეარჩია:

ნიკიტა შიხაშვილი (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბილისი), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ბექა
ქავთარაძე (35-ე სკოლა), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (35-ე სკოლა), ლაშა ნიკოლეიშვილი (35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი (დინამო თბილისი), დავით კერესელიძე (ცხინვალი), დიმიტრი ვირუბოვი (35-ე სკოლა), ლევანი ხარაბაძე (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), ლუკა სილაგაძე (დინამო თბილისი), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბილისი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (35-ე სკოლა), ზურა დავითაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ივანიაძე (საბურთალო)

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 24 /
ორი დგის ცინ რო ამხანაგური ითამაშა 17წ ნაკრებმა და ძლივს ნიჩია ითამაშა რატო არაფერს წერთ გცხვენიათ საქართველოს ჩემპიონატის გუნდს ვერ უგებ ვასკა და იტალიას რა რუსეთის მოგებას ფიქრობ?სირცხვილია თბილიში მაინც არ იყოს ელიტ რაუნდი სხვაგან ან მსაჯს დააბრალებდით ალ რაგაცას მოიგონებდით რა სასაცილოები ხართ
0
საქართველოს არა,თბილისის ნაკრებია
vaxvax
22:00 29-02-2016
0

სიახლეები პოპულარული