გია გეგუჩაძემ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

AutoSharing Option
23 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სან-მარინოს უმასპინძლებს.

2 მარტს კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კანდიდატებს შეკრებს და გაცნობითი ხასიათის ვარჯიშს ჩაატარებს.

21-წლამდელები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ერთჯერად ვარჯიშს გამართავენ.

გია გეგუჩაძემ თავდაპირველად 27 ფეხბურთელი შეარჩია, თუმცა ტრავმების გამო წვრთნას გამოტოვებენ ოთარ კაკაბაძე (დინამო თბილისი), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი), მათე ცინცაძე (დინამო თბილისი), ბექა ჭკუასელი (დინამო ბათუმი) და ლუკა კიკაბიძე (ლოკომოტივი).

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), დავით მარიამიძე (დილა);
მცველები:
თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), აკაკი შულაია (სიონი), გიორგი თევზაძე (დინამო თბილისი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი), ლუკა ნოზაძე (გურია);
ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), მათე კვირკვია (დილა), ლაშა ქოჩლაძე (ცხინვალი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ზაურ გოგუაძე (მერანი), ირაკლი რუხაძე (საბურთალო);
თავდამსხმელები: მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ილია კერძევაძე (შუქურა), გურამ გოშთელიანი (საბურთალო), გიორგი ხორხელი (საბურთალო).

სან მარინოსთან ოფიციალური მატჩის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 28 მარტს, ქალაქ ზესტაფონში უკრაინის ასაკობრივ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
სადარის გეგეჭკორი ბატონო გია? თუ გყავს ვინმე საქართველოში მაგაზე უკეთესი მარჯვენა გარემარბი?
0
giorgi-ს. ააა კაცი. ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს. აბააა!!!! დიმიტრი გელოვანი რატომ არ გამოიძახა? ხომ არ იცი მიზეზი giorgi?
onise
09:37 02-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული