დღეს, 14 საათზე, "მიხეილ მესხზე", საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ერთხელაც დაუპირისპირდება სომხეთის 18-წლამდელთა ნაკრებს.
ამ გუნდების პირველი სპარინგი 1-ელ მარტსაც ვაკეში შედგა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. გოლები
ლევან ხარაბაძემ (2),
გიორგი ჩაკვეტაძემ და
ზურაბ დავითაშვილმა გაიტანეს.
დღევანდელ მატჩზე დასწრებაც, პირველის მსგავსად, თავისუფალია.
ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან.
აქვე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობასაც შეგახსენებთ: ნიკა შიხაშვილი (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლუკა ქაფიანიძე
(დინამო თბ), ნიკა ნინუა (დინამო თბ), ბექა ქავთარაძე (35-ე სკოლა), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (35-ე სკოლა), ლაშა ნიკოლეიშვილი (35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი), დიმიტრი ვირუბოვი (35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლუკა სილაგაძე (დინამო თბ), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბ), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (35-ე სკოლა), ზურა დავითაშვილი (დინამო თბ), გიორგი ივანიაძე (საბურთალო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"