საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 3:0 - სომხები მეორე ჯერზეც დავამარცხეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 მარტს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის 18-წლამდელთა გუნდს მეორეჯერ უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გამარჯვება კვლავ ვასილ მაისურაძის შეგირდებს დარჩათ - 3:0.

ქართველმა ფეხბურთელებმა საქმე შეხვედრის დაწყებიდან 18 წუთში მოათავეს. მე-4 წუთზე მასპინძლები წინ გიორგი ივანიაძემ გაიყვანა, მე-11-ზე ბექა ქავთარაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო კიდევ 7 წუთში ივანიაძემ დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებს მეორე ტაიმშიც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ამასთან უფრო ახლოს სტუმრები იყვნენ - დავით კერესელიძემ პენალტი აუღო ერიკ პეტროსიანს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი ამხანაგური შეხვედრა პირველ მარტს, ასევე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა და მაშინ ქართველებმა ანგარიშით 4:1 გაიმარჯვეს.

ვასილ მაისურაძის გუნდი 6 მარტიდან ისევ შეიკრიბება და სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გააგრძელებს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადებას.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადებიან. 15-20 მარტს საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან.

ასევე იხილეთ:
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1 - გამარჯვება პირველ სპარინგში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჟინვალ შენთვის მოვდივარ თამაშებზე რაგაც ვერ ხარ გაშლილი ხო არ გჩაგრავენ დინამოელების და საბურთალოს ბუმია ნაკრებში იქნებ მოერიო მაგათ აბა შენ იცი მაგარიხარ ნაგდად ვიცი ბოლონმდე მოინდომე თავი არავის დააჩაგვრინო ყველგან გულშემატკივრობ მიაწექი ძმა
0
ვახოს მაინც არ ახსოვს იაგორაშვილს წინა თამაშები ჩარტოს და შეადაროს ეს რა იყო ტო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული