საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში სტუმრად, პოდგორიცაში, 2:0 დაამარცხა მონტენეგროს 19-წლამდე ნაკრები.
გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ორი დღის წინ ჩატარებულ შეხვედრაში (0:2) დაშვებული შეცდომები სწორად გააანალიზეს და მოახლოებული ელიტ-რაუნდის წინ დადებითი განწყობა შეიქმნეს. გოლები
რატი არდაზიშვილმა და
შერმადინ ართმელაძემ გაიტანეს.
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 24-29 მარტს სევილიაში გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან.
მონტენეგროსთან მატჩში გიორგი ყიფიანმა ამჯერად ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
გოშაძე, ჩაჩუა, ლოჩოშვილი, არდაზიშვილი, კობოური, პაპუაშვილი (მამუჩაშვილი 85), ქორიძე (ართმელაძე 79), მიქელთაძე, ჭიჭინაძე,
სამურკასოვი (ბიძინაშვილი 79), ლილუაშვილი (კიკნაძე 62).
სფფ-ს პრესსამსახური