ვასილ მაისურაძე: განწყობის შესაქმნელად ხვალ ბოსნიასთან მოგება აუცილებელია

AutoSharing Option
დღეს, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში, 17-წლამდელთა ელიტრაუნდის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და გუნდის კაპიტანმა ლუკა ასათიანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

15 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის პირველ შეხვედრას ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე გამართავს. თამაშზე დასწრება თავისუფალია.

ვასილ მაისურაძე:
"კვირაზე მეტია, რაც შეკრებაზე ვართ და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში ვიმყოფებით. მეტოქე შევისწავლეთ და პირდაპირ ვამბობ, იოლი მატჩი არ იქნება.

ბოსნია ძლიერი გუნდია, თამაშობს 4-3-3 ტაქტიკით და
ადვილად არაფერს დათმობს. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები კარგ გუნდებში თამაშობენ. ბოსნია ტაქტიკურად ძალიან გამართული გუნდია და აქ კარგი შედეგის მისაღწევად ჩამოვიდა.


განწყობის შესაქმნელად ხვალ გამარჯვების მოპოვება აუცილებელია. ჩემთვის მთავარია, რომ გუნდშია ყველა ის მოთამაშე, ვისი ხილვაც მსურდა. ერთადერთი დანაკლისი სილაგაძეა, რომელიც ტრავმის გამო ვერ შემოგვიერთდა.

ჯგუფის გამოკვეთილ ფავორიტზე საუბარი რთულია. იტალია და რუსეთი შეიძლება ასეთებად ჩავთვალოთ, თუმცა შინ ვთამაშობთ და ჩვენ მხოლოდ მოგებაზე ვიფიქრებთ. ხვალ მოპოვებულ პირველ 3 ქულას ძალიან დიდი ფასი ექნება. ყველა მოწინააღმდეგესთან მაქსიმუმს გავიღებთ.

ლუკა ასათიანი:
"სომხეთთან თამაშის შემდეგ ვიმუშავეთ იმ შეცდომებზე, რაც იმ შეხვედრაში დავუშვით. შეკრება ნაყოფიერად გავიარეთ და ელიტრაუნდს მომზადებულნი ვხვდებით.

ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ასაკია ისეთი, რომ არ შეიძლება ვინმე ფავორიტად ჩაითვალოს. გამომდინარე იქიდან, რომ შინ ვთამაშობთ, ბევრად უკეთესი შანსი გვაქვს ჯგუფიდან გასვლის, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდს.

რაც შეეხება რუსეთთან დაპირისპირებას, ფეხბურთი არაა პოლიტიკა. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით აღნიშნულ შეხვედრაში დასახულ მიზანს, ანუ გამარჯვებას მივაღწიოთ და ვითამაშებთ ისე, როგორც ფეხბურთს შეეფერება".

ელიტრაუნდის კალენდარი
15 მარტი
14:00 ბოსნია-საქართველო
(მიხეილ მესხი)

16:00 რუსეთი-იტალია
(მიხეილ მესხი, სათ)

17 მარტი
14:00 რუსეთი-საქართველო
(მიხეილ მესხი)

16:00 იტალია-ბოსნია
(მიხეილ მესხი, სათ)

20 მარტი
14:00 ბოსნია-რუსეთი
(მიხეილ მესხი, სათ)

14:00 საქართველო-იტალია
(მიხეილ მესხი)

ასევე იხილეთ:
U17. ელიტრაუნდის წინ: ასე ძლიერია ბოსნია?
მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები ლუკა აბა ტქვენ იციტ იქნებ გაგვახაროტ
vaxo
16:56 14-03-2016
0
რუსებს 17-იანები ყოველთვის ძლიერი ყავდათ. დიდი ალბათობით ასაკ გადაკეთებულები არიან. პირველი თამაში განწყობისთვის კი არა არამედ საჭიროა და იმიტომ უნდა მოიგო. თუ იტალია რუსეთმა ფრედ ითამაშა, უკვე მაგარი უპირატესობა გექნება.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული