გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მასმედიის წინაშე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე და გუნდის კაპიტანი ლუკა ასათიანი წარდგნენ. მანამდე, ნაკრებმა ივარჯიშა "მიხეილ მესხზე", სადაც დღეს ტურნირის სასტარტო მატჩში ბოსნიას ეთამაშება. შეხვედრა 14:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს. ელიტრაუნდის თამაშებზე დასწრება თავისუფალია.
ჩვენი გუნდის ამოცანაა ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა, რათა აზერბაიჯანში
ვასილ მაისურაძე:
- ელიტრაუნდს უკვე დიდი ხანია, ველით. კვირაზე მეტია, შეკრებაზე ვართ და მიმაჩნია, რომ გუნდი კარგად მოემზადა ტურნირისთვის. პირველი მეტოქე ბოსნიაა, რომელიც შესწავლილი გვყავს. აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება მარტივი თამაში. ბოსნიელები იოლად არაფერს დათმობენ. განწყობა კარგია და გუნდი მზად არის, შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს.
- ხომ არ გაქვთ დანაკლისი?
- პრინციპში, თითქმის ყველა ის ფეხბურთელი გამოვიძახეთ, ვინც გვსურდა. თქვენც იცით, ნაკრებში არიან ახალი ფეხბურთელები. ერთადერთი სილაგაძეა, რომელიც ამ ეტაპზე ტრავმის გამო ვერ შემოგვიერთდა.
- ბოსნიასთან მატჩში "პირველ ნომრად" ითამაშებთ?
- ჩვენ შინ ვთამაშობთ და ვალდებულნი ვართ, "პირველ ნომრად" ვითამაშოთ. შეიძლება თამაშის მიმდინარეობისას ტაქტიკა შეიცვალოს და გადავეწყოთ, მაგრამ ეს მოხდება ისევ და ისევ მატჩის სურათიდან გამომდინარე. ყველა შეხვედრაში "პირველ ნომრად" ვითამაშებთ. რომელ ნაკრებშიც ვყოფილვარ, ყველგან ეს იყო ჩემი დევიზი და ამჯერადაც ასე იქნება.
- უფრო დაწვრილებით გვითხარით ბოსნიის ნაკრებზე. ამ გუნდს შემადგენლობა არ დაეწუნება - არიან ფეხბურთელები "ბაიერნიდან", "პარტიზანიდან", ზაგრების "დინამოდან"...
- გეტყვით. ბოსნიას ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავს. 4-3-3 სისტემით თამაშობს, ორი საყრდენი ნახევარმცველით. ვიტყოდი, რომ ჩვენი პირველი მეტოქე საშუალოევროპულ დონესთან ახლოსაა და იოლად ვერავინ მოუგებს. თქვენც აღნიშნეთ, რომ მათი ფეხბურთელები კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ და ფაქტია, თბილისში კონკრეტული შედეგისთვის მოდიან. ყველამ ვიცით, რომ რთული თამაში გველის.
- მიკროტრავმები ხომ არ არის გუნდში?
- არის, მაგრამ ისეთი არა, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ მიეცეს თამაშის საშუალება.
ლუკა ასათიანი:
- ჩემი აზრით, ძალიან კარგი, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. სომხეთთან ამხანაგურ მატჩებში გვქონდა გარკვეული შეცდომები, რომლებიც აღმოფხვრილია. ძლიერი ჯგუფია, მაგრამ ეს ისეთი ასაკია, რომ ფავორიტი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ მეტოქეებზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან საკუთარ კედლებში ვითამაშებთ და ესაა სწორედ ჩვენი უპირატესობა.
- რუსეთის ნაკრებთან მატჩზე გკითხავთ. ფეხბურთი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, მაგრამ, ალბათ, მაინც განსაკუთრებული მატჩი იქნება...
ლუკა ასათიანი:
- მართალი ბრძანდებით, ფეხბურთი და პოლიტიკა სხვადასხვა რამაა. ჩვენ ისევე ვითამაშებთ რუსეთთან, როგორც სხვა მოწინააღმდეგესთან. ვინც უნდა იყოს მეტოქე, ყველასთან მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ მინდორზე.
ვასილ მაისურაძე:
- ჩვენთვის რუსეთთანაც და სხვა მატჩებშიც მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ გამარჯვებას.
საქართველო
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დავით კერესელიძე (ცხინვალი);
მცველები: დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე (ორივე - დინამო თბ);
ნახევარმცველები: ზურაბ გულბანი (ზვოლე, ჰოლანდია), გიორგი კუცია, ზურა დავითაშვილი, ნიკა ნინუა, გიორგი ჩაკვეტაძე (ყველა - დინამო თბ), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (35-ე სკოლა), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე - 35-ე სკოლა), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი).
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
იტალია
მეკარეები: დომენიკო კოპოლა (ტორინო), ალესანდრო პლიცარი (მილანი);
მცველები: ედოარდო ბიანკი, ჯანმარია ძანანდრეა (ორივე - იუვენტუსი), კარმინე სეტოლა (ჩეზენა), ალესანდრო ბასტონი (ატალანტა), რაულ ბელანოვა (მილანი), ლუკა პელეგრინი (რომა);
ნახევარმცველები: ფილიპო მელეგონი (ატალანტა), მარკო ოლივიერი (ემპოლი), დავიდე ფრატეზი, ანდრეა მარკუჩი (ორივე - რომა), მატეო გაბია (მილანი), ალესიო მილიტარი (ფიორენტინა);
თავდამსხმელები: გაბრიელე გორი (ფიორენტინა), ბიოტი მოისე კინი (იუვენტუსი), ანდრეა პინამონტი (ინტერი), ჯანლუკა სკამაკა (პსვ ეინდჰოვენი, ჰოლანდია).
მწვრთნელი: ალესანდრო დალ კანტო
ბოსნია
მეკარეები: ფილიპ ვასი (ლოკომოტივა, ხორვატია), ფილიპ დუიმოვიჩი (ზრინსკი);
მცველები: მილან მკირიჩი (პარტიზანი, სერბეთი), ამკარ ბეშირევიჩი (ჟელეზნიჩარი), ამირ ველიჩი (ჟელეზნიჩარი), საშა პერიჩი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ნიკოლა ვულეტიჩი (ჰაიდუკი, ხორვატია), რიად სადიკუ (სარაევო);
ნახევარმცველები: იასმინ ცელიკოვიჩი (რიეკა, ხორვატია), სტეფან კოვაჩი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ედის სმაიჩი (სლობოდა), ერგინ მეჰულიჩი (სარაევო), დემირელ ველაჯიჩი (სარაევო), ანელ შაბანაჯოვიჩი (ჟელეზნიჩარი);
თავდამსხმელები: სევკია რეშიჩი (სარაევო), ტომაშ დადიჩი (დინამო, ხორვატია), პრედრაგ ვლადიჩი (პარტიზანი, სერბეთი), ბენიამინ ჰაჯიჩი (ბაიერნი, გერმანია).
მწვრთნელი: საკიბ მალკოჩევიჩი
რუსეთი
მეკარეები: პიოტრ კოსარევსკი (დინამო), მატვეი საფონოვი (კრასნოდარი);
მცველები: სერგეი ბოროდინი, არტიომ გოლუბევი (ორივე - კრასნოდარი), ალექსანდრ ვოლკოვი (ცსკა), არტიომ გორბულინი, ალექსანდრ ზახაროვი (ორივე - დინამო), კირილ ლუკიანჩიკოვი (რუბინი);
ნახევარმცველები: პიოტრ ვოლოდკინი, დენის პაცევი, ალექსანდრ რუდენკო (ყველა - სპარტაკი), ვიაჩესლავ გრულევი, ოსმან ისაევი (ორივე - დინამო), მაგომედ სულეიმანოვი, დანილ უტკინი (ორივე - კრასნოდარი), მიხაილ იაკოვლევი (რუბინი);
თავდამსხმელები: ივან იგნატიევი (კრასნოდარი), სტანისლავ ლაცევიჩი (დინამო).
მწვრთნელი: სერგეი მატვეევი
ელიტრაუნდის კალენდარი
15 მარტი
14:00 ბოსნია-საქართველო (მიხეილ მესხი)
16:00 რუსეთი-იტალია (მიხეილ მესხი, სათ)
17 მარტი
14:00 რუსეთი-საქართველო (მიხეილ მესხი)
16:00 იტალია-ბოსნია (მიხეილ მესხი, სათ)
20 მარტი
14:00 ბოსნია-რუსეთი (მიხეილ მესხი, სათ)
14:00 საქართველო-იტალია (მიხეილ მესხი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"