U17. საქართველოს ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველ შეხვედრაში ბოსნიას უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიშის გახსნა ქართველებმა მე-14 წუთზე მოახერხეს - გიორგი ივანიაძეს დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქე გუნდის მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მეკარე უძლური აღმოჩნდა.

ბოსნიელებმა გათანაბრება მალევე - 2 წუთში შეძლეს. გოლი საკმაოდ კურიოზული აღმოჩნდა - ლუკა გუგეშაშვილმა ჩაწოდებული ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა.

75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ რესიჩი
დატოვეს და ბოსნიელმაც უპრობლემოდ შეძლო გატანა.

76-ე წუთისთვის ბოსნია კაცნაკლული დარჩა და საქართველოს ნაკრებს მატჩის მიწურულისკენ გათანაბრების შანსიც ჰქონდა, თუმცა კარგად გაისარჯა ბოსნიელთა მეკარე.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 მარტს, ამავე სტადიონზე, 14:00 საათზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს იტალიას ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი გუნდი გადის.

15 მარტი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 14:00

U17. საქართველო-ბოსნია 1:2
გოლები: 1:0 გიორგი ივანიაძე (14), 1:1 სტეფან კოვაჩმა (16), 1:2 სევკია რესიჩი (75)
გაძევება: ტომას დადიჩი (76)

საქართველოს ნაკრები: ლუკა გუგეშაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლუკა კაპიანიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, ნიკა ნინუა, სანდრო შეწირული (ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 41), ბექა ქავთარაძე (ზურიკო დავითაშვილი 53), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 74).

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
მკითხველის კომენტარები / 50 /
ნინუასგან ფეხბურთელი არ დადგებაა ასე თუ გააგრძელა( ან ვერ შეცვალენ?? ვერ გააგაქ ბიძია გოლი და პასი მაინც გააკეთე.
kutaisi
15 მარტი 2016 16:48
0
ჩვენი ნაკრებიც აშკარად არ ტოვებდა კარგ შთაბეჭდილებას, მაგრამ ასეთ ბოსნიასთან არ იყო წასაგები ეს თამაში... რა თქმა უნდა ერთ მოთამაშეს არ ვაბრალებ მთლიანად გუნდის წარუმატებლობას , მაგრამ მაინც აღსანიშნავია ნინუას (თუ გვარი არ მეშლება) ძალიან ბევრ შემთხვევაში საშინლად უპასუხისმგებლო თამაში. ისეთი შეგრძნება იქმნებოდა თითქოს ეს კაცი მარტო იყო მოედანზე და სიტყვა "პასი" გაგებულიც არ ჰქონია საერთოდ. სულ პელეს ტექნიკა რომ ჰქონდეს ესეთი ტიპის არაგუნდური მოთამაშე ჩემი აზრით არ უნდა ხვდებოდეს შემადგენლობაში...
levani
15 მარტი 2016 16:37
0
ესტაფეტა წარმატებით გრძელდება, ბავშვობიდან უყალიბდება ქართველ ფეხბურთელს წაგებულის მენტალიტეტი!ჯერ დიდებმა ხომ შემაძულეს ფეხბურთი და მომავალში ამათი ყურებით უნდა გამისკდეს გული?!!
საერთოდ აკრძალეთ ფეხბურთი კონსტიტუციით
15 მარტი 2016 16:32
0
მეტ ტამაჰს ვეგარც ისცავლიან ეს ბიჰებ ი
ziki
15 მარტი 2016 16:21
0
ტყუილად ბურთის თრევამ იცის ეს, 1 მაქსიმუმ 2 შეხება და გააკეთეტ პასი, შეჭამა ტვინი თქვენმა მარიაჟობამ.
mixo
15 მარტი 2016 16:06
0
ტყუილად ბურთის თრევამ იცის ეს, 1 მაქსიმუმ 2 შეხება და გააკეთეტ პასი, შეჭამა ტვინი თქვენმა მარიაჟობამ.
mixo
15 მარტი 2016 16:06
0
პირველ ნომრად არ ითამაშეს? :დ
me
15 მარტი 2016 16:04
0
ახალი ნოიერი გვყავს
ააა
15 მარტი 2016 15:53
0
კობიაშვილს და მუჯირს, ამისთვის იჩალიჩეთ ამდენი და ამისთვის მოხსენით ავსაჯანიშვილი!? ვშიშობ სხვა რამეებშიც გექნებათ ამაოდ ნაჩალიჩები.
okribeli
15 მარტი 2016 15:50
0
ძალიან სუსტი ნაკრები გვყოლია... საშინელი იყო დაცვა, , არანაირი ტექნიკური და ინდივიდუალური , არაფერი მსგავსი არ იყო, საშინლად ნერვიულობდნენ და ამის გამო იყო უზუსტობა და უმისამართო გადაცემები. ( ბოსნიაზე არაფერს არ ვიტყვი , ანალოგიური პრობლებები ქონდატ).... / იმედია რაიმე გარდატეხას მოახდენენ ჩვენები და წარმატებას მიაგწევენ...
Vaso
15 მარტი 2016 15:47
0

სიახლეები პოპულარული