15:38 15-03-2016
U17. საქართველოს ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიშის გახსნა ქართველებმა მე-14 წუთზე მოახერხეს - გიორგი ივანიაძეს დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქე გუნდის მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მეკარე უძლური აღმოჩნდა.
ბოსნიელებმა გათანაბრება მალევე - 2 წუთში შეძლეს. გოლი საკმაოდ კურიოზული აღმოჩნდა - ლუკა გუგეშაშვილმა ჩაწოდებული ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა.
75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ რესიჩი დატოვეს და ბოსნიელმაც უპრობლემოდ შეძლო გატანა.
76-ე წუთისთვის ბოსნია კაცნაკლული დარჩა და საქართველოს ნაკრებს მატჩის მიწურულისკენ გათანაბრების შანსიც ჰქონდა, თუმცა კარგად გაისარჯა ბოსნიელთა მეკარე.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 მარტს, ამავე სტადიონზე, 14:00 საათზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს იტალიას ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი გუნდი გადის.
15 მარტი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 14:00
U17. საქართველო-ბოსნია 1:2
გოლები: 1:0 გიორგი ივანიაძე (14), 1:1 სტეფან კოვაჩმა (16), 1:2 სევკია რესიჩი (75)
გაძევება: ტომას დადიჩი (76)
საქართველოს ნაკრები: ლუკა გუგეშაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლუკა კაპიანიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, ნიკა ნინუა, სანდრო შეწირული (ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 41), ბექა ქავთარაძე (ზურიკო დავითაშვილი 53), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 74).
მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ლურსმანაშვილი რატომ არ არის გუნდში ძალიან პერსპექტიული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია.
0
0
გური თავის ასაკში ითამაშოს ზუკამ მეტი არაფერი არ მინდა. რა ვქნა ახლა ფეხბურთის აზრზე თუ არ ვარ, საქართველოში არავინ არ არის ფეხბურთის აზრზე და მე თუ არა ვარ არაფერი უჭირსა რა. შენ ხო ხარ აზრზე, ფეხბურთის და კიდევ მეორე ვასკა ყოფილა ფეხბურთის აზრზე
0
0
არაუშავას ბიჩებოო ლუკა კველას მოსდის შეცდომა არ ინერვიულო და რაც შეეხება კველაზე პატარა ბიჭს მართლა კება ეკუთვნის კოჩაგ ზუკა და წარმატებები
0
0
მაგარი ცუდი გუნდია საშინელი თამაშით.ზუკა არა ბუკა :)სასაცილოა.ვინებზე ლაპარაკობთ? არცერთი გამორჩეული ბავშვი არაა.ყველა ერთმანეთს გავს რობოტებივით. ქავთარაძეს და ივანიაძეს ეტყობათ ნიჩი.ხარაბაძეს არაუშავს კიდევ.არცერთი კომბინაცია არ ყოფილა.ძალიან სუსტ გუნდთან წავაგეთ.ეზოს დონე იყო
0
0
მაგრად გული დამწყდა ბავშვებთან რა გვინდა მწვრთნელი აზრზე არ არის ვასკა ხო და იაგორაშვილი რო დატოვეთ გოჩას თანაშემწე არ იყო? ხო მაგარი ფეხბურთი გვაჩვენეს? იაგორაშვილს ფიფიამ უშველა გოჩა ასისტენტად მაინც დაგეტოვებიათ ვახომ რა ჯანდაბა იცის მაგ საცოდავი რა გვანახეს ეს სულ შემძულდა ფეხბურთი
0
0
მისმინეთ ხალხნოო მე მიკვარს ჩემი ნაკრები და ვქომაგობბბ მათ და მე დგეს 17 ნომერის თამაში მომეწონაა ძაანნ ყოჩაგ ზუკას ❤️ და წარმატებებიიიი ბიჭებოო
0
0
Chavisvaret zalian ubralo gundtan.samarcxvino tamashi iko. Satamasho disciplina nolzea. Teknika nolzea.taktikac. is golic Ivaniazis individualuzmis shedegia.Vnaxot ikneb gaaumjobeson magram selekciaa cudad chatarebuli. Gundi araa rac mtavaria-kaosia-kvela tavisas uberavs. Ninua-Gundis saxe!!! Sruli katastrofaa
0
0
რა გინდა ბადრი ზუკასგან? ჯერესერთი თავის პოზიციაზე არ შემოიყვანა მწვრთნელმა, მერე მაინც ყველაზე გამორჩეული იყო, შენ საერთოდ არ ყოფილხარ ფეხბურთის აზრზზე, ისევ ბოღმა გახრჩობს
0
0
ზუკა არის გამორჩეულიიიიიი ამ ნაკრებში ჩაკვეტაძესთან ერთად ❤️❤️❤️
0
0
კაი ბიჭითუ არის დავითაშვილი,გამოიჩინოს თავი სწავლაში ან კაი ბიჭობა აჩვენოს ქუჩაში,თუმცა ეგ არავის აღარჭირდება... ჩვენ სანახაობრივი ფეხბურთის ნახვა გვინდა,მაგათზე ასჯერ კარგი ნიჭიერი ბიჭები ვერ ეკარებიან ნაკრებს,დრო კი გადის,მუდამ წაგება ხომ ტეხს მომავალ თაობებსაც,სირცხვილი არაა,თავმოყვარეობა დავკარგეთ მთლიანად???
0
0
< წინა12345შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული