ბოსნიამ იტალიას მოუგო და ქართველ 17-წლამდელებს მცირე შანსი დაუტოვა

AutoSharing Option
თბილისში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის III ჯგუფის მატჩში, ბოსნიის ნაკრებმა იტალიელ თანატოლებს მინიმალური ანგარიშით მოუგო და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა.

ორი ტურის შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს 3-3 ქულით იტალიისა და რუსეთის ნაკრებები იკავებენ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კი, რომელსაც ქულა არ აქვს, ბოლო ადგილზეა. მიუხედავად ამისა, ვასილ მაისურაძის გუნდი ჯგუფიდან ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლის მიზერულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ჯგუფის ბოლო მატჩში, რომელიც 20 მარტს გაიმართება, ქართველ ჭაბუკებს იტალიელ თანატოლებთან სამბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებათ. ამავდროულად, ბოსნიამ რუსეთს აუცილებლად უნდა
სძლიოს.

რაც შეეხება 17 მარტს გამართულ იტალია-ბოსნიის 17-წლამდელთა დაპირისპირებას, შეხვედრის ერთადერთი გოლი ნადიმ ჰაჯიჩმა 65-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ელიტრაუნდის ჯგუფში სასტარტო მატჩი ბოსნიასთან 1:2 დათმეს, რუსეთთან კი - 0:1.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ხალხო აზრზე მოდით სადმე გასვლას აპირებთ?ამ გუნდის გამოჩენა გინდათ სასაცილოები ხართ ბავშვებთან რა გვინდა მქვრთნელებს მოთხოვეთ პასუხი ფედერაცია რს გვეტყვის აგფრთოვანებული იქნებიან თავისი პროტეჭეების თამაშით რატო ჩაერია მუჯირი ხეჩიკაშვილი და სხვანი ამ საქმეში ასაჯანას მოთხრა გინდოდათ და გუნდი მოთხარეთ ასათიანთან რა გინდათ რატო იჯდა ზამენაზე კაპიტანი რატო აგარ არის თქვენ არ გევასებათ არა ვაი თქვენს პატრონს ესენი ვინები მოვიდნენ ფედერაცია წადდდდდიიიიიი
dima
16:47 18-03-2016
0
როდის უნდა მოამზადოეს ეს გუნდი ვასკამ ელიტრაუნდი რო დამთავრდება?რა სისულელებს ამბობთ ვასკას და ვახოს არ ევასებოდა თურმე ესათუის ფეხბურთელი ქიმერამ თურმე შეიგინა თქვენ ეხლა მთელი საქართველო გაგინებთ რას იზავთ ვის დასჯით ისევ ქიმერას? ეს საცოდავი ბავშვი როგორ დაჩაგრეთ
vaxo
16:37 18-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული