ვასილ მაისურაძე: თამაშით თავი არავისთან შეგვირცხვენია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მე მიმაჩნია, რომ ევროპის ერთ-ერთ გრანდს ვეთამაშეთ დღეს. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ნომრად ვითამაშეთ.

თავიდანვე ვთქვი, რომ ყველა თამაშს პირველ ნომრად ვითამაშებდით. დღეს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ იტალიელებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დაგვჩაგრეს.

თამაშის წინ ფეხბურთელები გავაფრთხილე, რომ არანაირ პროვოკაციას არ აყოლოდნენ, მაგრამ თვითონ ასაკია ისეთი და ჩვენმა მარცხენა მცველმა მაინც ჩაიდინა ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა.

თამაში ძირითადად ფიზიკურ ორთაბრძოლებზე იყო აგებული,
ძალიან ხისტი და ტემპიანი მატჩი გამოდგა, თუმცა, საბოლოოდ, დავთმეთ.

ბევრი იწერება იმაზე, რომ ამ თაობის წარმომადგენლებში არიან ისეთი ბიჭები, ვისი გამოყენებაც შემეძლო, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები, რადგან ეს ბიჭები ან დუბლების ჩემპიობატში უნდა ასპარეზობდნენ, ან უმაღლესი ლიგის გუნდის 18-კაციან განაცხადში იყვნენ. ასე რომ არ არის ისეთი კონტიგენტი, რომელიც ჩვენ ვერ გამოვიყენეთ.

რაც შეეხება სიმწვავეს, ვიტყვი, რომ თავდასხმის ხაზში მეტი სიმწვავე და მეტი შემსრულებლობაა საჭირო. მოვიკოჭლებთ, მაგრამ არის ნათელი წერტილები და ბიჭებს ვერაფერს დავაბრალებ - სრულ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

უბრალოდ ერთის თქმა მსურს - თამაშით თავი არავისთან შეგვირცხვენია! 0 ქულისთვის კი ქართველ გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდი.

ამ გუნდში ჩემი შესაძლებლობების ამოწურვისთვის ორი თვე არ მეყო. შესაძლოა, სხვა მწვრთნელი რომ ჰყოლოდა ამ ნაკრებს, ჯგუფში 4 ქულა მაინც აეღო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება ხოლმე ასეც…

პირველ თამაშში რომ არა ის დასანანი გოლი და მარცხი, მეტს გავაკეთებდით. ამ ასაკში ასეთი გოლის შემდეგ რთულია მობილიზება და ამოქაჩვა. ფაქტია, მეტი ვეღარ შევძელით.

რუსეთის ნაკრებზე მინდა ვთქვა. ბევრი დაიწერა, რომ ამ ნაკრებმა რუსეთს ყაზახეთის თასზე მოუგო… მე პირდაპირ ვიძახი, რომ თუ იმ გუნდიდან ერთ ფეხბურთელსაც იპოვით, რომელიც ყაზახეთში მოთამაშე რუსეთის ნაკრებში იყო და აქ ჩამოსულშიც, მზად ვარ განცხადება დავწერო და დღესვე დავტოვო ნაკრების პოსტი - ეს იყო სკოლის ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდი.

არაა ლამაზი უბრალოდ, რომ იწერება ორი თვის წინ მოუგეს და ახლა ვერაო… სიყვარულით ვამბობ ამას და არა რაიმე ნიშნის მოგებით", - განაცხადა მაისურაძემ.

- U17. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდი ქულის გარეშე დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 41 /
მე ვუყურე სხვა თამაშებს თუ მაისურაძემ?! რა თავი არ შეგირცხვენია,ყველა თამაში წააგე და წაგებაც არის,ყველაფერში ტაქტიკურად ტექნიკურად ფიზიკურად თუ გუნდურად მოწინააღმდეგე გჯობდათ!ან რეგიონებიდან რატომ არავინ გყავდა გამოძახებული? და ამათზე უკეთესი თუ ვერავინ ნახე გინდაც თბილისში მაშინ კარგად ყოფილა ქართული ფეხბურთის მომავალი!
vasia
20 მარტი 2016 23:02
0
ეს უკვე არის ვასილ ბატონო უსინდისობა. თბილისის ნაკრებია თუ საქართველოსი გაგვაგებინე რა. ეხლავე გადადექი და ყველა მწვრთვნელი ვინც საქართველოს შეარცხვენს ასევე აგოს პასუხი, და ხელფასიც როგორც პენსიონერმა ისე აიღოს ,თუ შედეგი არ ექნება. აი მაშინ გამოიხედავენ თბილისიდან გარეთ და მიიწვევენ ნაკრებში არა თბილისელებს. შეგრცხვეთ ვითომ მწვრთვნელებო სამშობლოს გამო.
მამლუქი ქუთაისელი
20 მარტი 2016 22:11
0
მეგობრებო, ვინმე ფიქრობთ, რომ ავსაჯანიშვილი ამ ჯგუფიდან გაგვიყვანდა?!
მაისურაძე ავსაჯანიშვილს მწვრთნელადაც სჯობია და წესიერებითაც.
ამ კაცს ყველაფერზე ხაზი გადაუსვით, ასე არ შეიძლება! სირცხვილია
გაიხსენეთ, ვინ გვაჩუქა ბოლო წლებში ყველაზე მეტის სიხარული?
vaska maisuradze
20 მარტი 2016 21:28
0
მაისურაძე კიარა მამაზეციერი ვერუზამდა ეგეთ ნაკრებს ვერაფერს დანარჩენი კიდე ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარს გავს და მეტს არაფელს..
qutaiseli
20 მარტი 2016 21:15
0
ვასკამ წარმატებას მიაღწია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა თამაშობდა 1995 წელს დაბადებული თაობა. მაშინ მან ევროპის ჩემპიონატზე მე-3, მე-4 ადგილები გაიყო. თუმცა სხვა მწვრთნელის შემთხვევაში შესაძლოა ჩემპიონები გამხდარიყვნენ, იმდენად კარგი თაობა იყო ის გუნდი. მას მერე მუდმივად აგებს ვასკას გუნდი და მისი გუნდიდან გაშვება ჩვეულებრივი ამბავია. ეს ერთი რამის ბრალია - საკუთარ თავზე, როგორც მწვრთნელზე ვგონებ გადამეტებული წარმოდგენა აქვს, სინამდვილეში კი ის არის რა შედეგიც დადო თბილისში ამ დღეებში. მის ადგილზე თავმოყვარე კაცი ულაპარაკოდ გადადგებოდა და მწვრთნელობის კურსებს თავიდან გაივლიდა ან სხვა სფეროში ცდიდა ბედს.
Gim
20 მარტი 2016 20:14
0
აი ეს არის კაცი.
1000 % iania
20 მარტი 2016 20:06
0
ერტმა მცვრთნელმა თქვა ფიზიკა არის 0 და მე რა ვკნაო. მოიკვანე ბიჭები ვის ფიზიკაც არ არის 0 და ისენი ათამაშე
.....
20 მარტი 2016 19:35
0
ბავშვებმა და ფეხბურთმა რა დააშავეს თორემ მაისურაძე და ფედერაცია მეტის ღირსები არიან,ბოღმებოოოოო
gele
20 მარტი 2016 19:31
0
სწორია, არ უნდა წასულიყავი ვასკა ფედერაციის პავადოკზე, არ ვიცი შენ, როგორ , მაგრამ მე მწვრთნელობას თავს დავანებებდი! მაგრად შემეცოდა ის ბავშვები,ეტყობოდათ არ იცოდნენ რისთვის იყვნენ გამოძახებული ნაკრებში, რა დამსახურებებისთვის!
gio
20 მარტი 2016 19:22
0
ეხ,ვასკა,მარტო შენ არ გჭირს თვითკმაყოფილება და განტევების ვაცის ძიება,სამი თამაშიდან ვერც ერთი ვერ მოიგეთ,ხმას როგორ უნდა იღებდე საერთოდ, ფედერაციამ სხვა ახალი წესი ვერ მოიფიქრა,გარდა იმისა,რომ ნაკრებში ის ბავშვები უნდა იყონ,რომლებიც დუბლებსა და უმაღლესში თამაშობენო, კარგი, მაგრამ შეწირული დუბლებშია თუ უმაღლესში? დავითაშვილი სად არის??? 35-ის ბავშვები? "დინამოს" რომ ჩააბჟირდი,არ შეხედე ქაფიანიძის შეცდომას რა მოყვა? ფიფიაზე ჭიპი გაქვს მიჭრილი? ლოკომოტივს დევდარიანის თხოვნით გაუღე კარი ხომ? საბურთალოს ბავშვები თუ თამაშობენ დუბლში ან უმაღლესში,იმიტომ წაიყვანე არა?ეგ საკენკი იქით დაყარე და ისინი მოატყუე,ვინც ჩახედული არ არის ამ საქმეში!!! მიდი,ვასკა,მიდი,ასე გააგრძელე და სამუდამოდ დაუსვი წერტილი ამ ასაკის ბავშვების წინსვლას!!!
ივანე
20 მარტი 2016 19:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული