ვასილ მაისურაძე: თამაშით თავი არავისთან შეგვირცხვენია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მე მიმაჩნია, რომ ევროპის ერთ-ერთ გრანდს ვეთამაშეთ დღეს. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ნომრად ვითამაშეთ.

თავიდანვე ვთქვი, რომ ყველა თამაშს პირველ ნომრად ვითამაშებდით. დღეს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ იტალიელებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დაგვჩაგრეს.

თამაშის წინ ფეხბურთელები გავაფრთხილე, რომ არანაირ პროვოკაციას არ აყოლოდნენ, მაგრამ თვითონ ასაკია ისეთი და ჩვენმა მარცხენა მცველმა მაინც ჩაიდინა ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა.

თამაში ძირითადად ფიზიკურ ორთაბრძოლებზე იყო აგებული,
ძალიან ხისტი და ტემპიანი მატჩი გამოდგა, თუმცა, საბოლოოდ, დავთმეთ.

ბევრი იწერება იმაზე, რომ ამ თაობის წარმომადგენლებში არიან ისეთი ბიჭები, ვისი გამოყენებაც შემეძლო, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები, რადგან ეს ბიჭები ან დუბლების ჩემპიობატში უნდა ასპარეზობდნენ, ან უმაღლესი ლიგის გუნდის 18-კაციან განაცხადში იყვნენ. ასე რომ არ არის ისეთი კონტიგენტი, რომელიც ჩვენ ვერ გამოვიყენეთ.

რაც შეეხება სიმწვავეს, ვიტყვი, რომ თავდასხმის ხაზში მეტი სიმწვავე და მეტი შემსრულებლობაა საჭირო. მოვიკოჭლებთ, მაგრამ არის ნათელი წერტილები და ბიჭებს ვერაფერს დავაბრალებ - სრულ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

უბრალოდ ერთის თქმა მსურს - თამაშით თავი არავისთან შეგვირცხვენია! 0 ქულისთვის კი ქართველ გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდი.

ამ გუნდში ჩემი შესაძლებლობების ამოწურვისთვის ორი თვე არ მეყო. შესაძლოა, სხვა მწვრთნელი რომ ჰყოლოდა ამ ნაკრებს, ჯგუფში 4 ქულა მაინც აეღო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება ხოლმე ასეც…

პირველ თამაშში რომ არა ის დასანანი გოლი და მარცხი, მეტს გავაკეთებდით. ამ ასაკში ასეთი გოლის შემდეგ რთულია მობილიზება და ამოქაჩვა. ფაქტია, მეტი ვეღარ შევძელით.

რუსეთის ნაკრებზე მინდა ვთქვა. ბევრი დაიწერა, რომ ამ ნაკრებმა რუსეთს ყაზახეთის თასზე მოუგო… მე პირდაპირ ვიძახი, რომ თუ იმ გუნდიდან ერთ ფეხბურთელსაც იპოვით, რომელიც ყაზახეთში მოთამაშე რუსეთის ნაკრებში იყო და აქ ჩამოსულშიც, მზად ვარ განცხადება დავწერო და დღესვე დავტოვო ნაკრების პოსტი - ეს იყო სკოლის ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდი.

არაა ლამაზი უბრალოდ, რომ იწერება ორი თვის წინ მოუგეს და ახლა ვერაო… სიყვარულით ვამბობ ამას და არა რაიმე ნიშნის მოგებით", - განაცხადა მაისურაძემ.

- U17. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდი ქულის გარეშე დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 41 /
ვასილი მაისურაძის დარი მწვრთნელები ევროპაშიც კი ცოტანი არიან.
კაცია
21 მარტი 2016 11:41
0
რამ გაგამწარათ? კომენტარები რო აკრძალოტ ვაფშე არა? იმენა დგანან და იგინებიან... მიდით ბიძია საქმე აკეთეთ რამე, წინ გაიხედეთ, მოუფრთხილდით ამ კაი კაცსაც და თქვენ ნერვებსაც... არ იყო ეს გუნდი ამ ჯგუფიდან გამსვლელი, გაიზრდებიან ბიჭები და ითამაშებენ...
parfiumer
21 მარტი 2016 11:32
0
საკუთარ კედლებში რომ სამივე თამაშს წააგებ, დაიხურე ქუდი და დავაი დასვიდანია. არაა სავალდებულო ნაკრებში იყოს მთავარი მწვრთნელად. იმუშაოს საბავშვო სკოლებში...
კირა
21 მარტი 2016 11:28
0
ნაკრები უნდა დატოვოს.
ანატოლი
21 მარტი 2016 11:17
0
"სრულ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ", გვამცნობს "მწვრთნელი" ვასილ მაისურაძე. ამ სიტყვების წაკითხვისას ისმის კითხა, რაში გამოიხატება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება? ყველაზე გონივრული გამოსდავალი გადადგომაა (სიტყვა გადადგომას ისე მხმარობთ, თითქოს ამერიკის პრეზიდენტის გადადაგომას ეხებოდეს) ანუ სახლში წასვლა...
mebo
21 მარტი 2016 11:16
0
გაჩუმდეს სჯობს@ რა გრანდი რის გრანდი ჩვიდმეტი წლის ბიჭებია ...-გაჩუმდი,ასწორე შეცდომები თუ კი გაგაჩნია-რით თუ არა და ეროვნული ნალრების თქვენი საქულას დუქანი არაა -ეროვნული ნაკრებია და სათანადოდ უნდა ფზსობდეს გარჯაც ეროვნულ დონეზე და ფასუხისმგებლობის მოთხოვნაც სახელმწიფოს მიერ, ხალხის წინაშე ეგრე ვერ გამოვა ძლიეწრ ქართული ქვეყნის მშენებლობა სირცხვილია-იყუჩეთ ერთ ადგილზე მომჯდრებო-ანაზღაურებადო არაფროფესიონალებო!
M.Z.
21 მარტი 2016 11:07
0
სირცხვილის განმარტება რო დაწეროს თან ნეტა რას გულისხმობს?
giga
21 მარტი 2016 09:33
0
Sircxvili araaa sakutar kedlebshi qulas rover aigeb da mxolod 1 burts ro gaitan. Amaze meti surcxvili raginda. Sanam vigaceebi aircheven nakrebshi pexburtelebs da ara mwvrtenli ase iwneba sul
like
21 მარტი 2016 09:26
0
ნამდვილად შეირცხვინეს თავი.ერთი გოლიც ვერ შეაგდეს.ის ერთი ჩხინკი თვითონ ბოსნიელებმა გაიტანეს საკუთარ კარში.
jumber
20 მარტი 2016 23:49
0
თუ ამაზე მეტი ფეხბურთელი ვერ აარჩიეთ დავქცეულვართ 250 მილიონი რისი განვითარებისთვის გამოიყო თვითონ რო ჩაიდონ ჯიბეებში?საცოდავი გულშემატკვრები და საცოდავი ბავშვები ვისაც პატრონი არ ყავს
gio
20 მარტი 2016 23:38
0

სიახლეები პოპულარული