მაისურაძის თქმით, ის მუშაობას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, გია გეგუჩაძესთან გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი უქულოდ დაასრულეს. გუნდი ჯერ ბოსნიასთან დამარცხდა (1:2), შემდეგ რუსეთთან (0:1), ბოლოს კი იტალიელ თანატოლებთან (0:1).
მაისურაძემ გუნდის გამოსვლა შეაფასა და წარუმატებლობის მიზეზებზეც ისაუბრა:
"რა თქმა უნდა, შეფასება უარყოფითია. საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ერთი კია - ტურნირის დაწყების წინ მე შევპირდი ქართველ გულშემატკივარს, რომ ვითამაშებდით "პირველ ნომრად" და
მთლიანობაში, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ დრო არ მეყო. ორი თვე გვქონდა ელიტრაუნდამდე, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ სწორად ვერ განვსაზღვრე საწყისი წერტილი, ის წერტილი, საიდანაც უნდა დამეწყო მუშაობა.
ამიერიდან ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვიქნები გია გეგუჩაძესთან...".
შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, სფფ-ის გადაწყვეტილებით, წელს ჩაიბარა. მანამდე კი გუნდს გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც მოიპოვა გუნდმა ელიტრაუნდის საგზური.
22 მარტი 2016 11:41
qutaiseli-ს. იზვინი, მაგრამ ფეხბურთის არაფერი გაგეგება. თუ მწვრთნელს მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ შენი თავი ხომ არ შეგეთავაზებინა მაისურაძის ადგილზე? მიდი სცადე... კარგით რა..ეე მეგობარო ფეხბურთისაც არაფელი გაგეგება და ზრდილობასანაც მწყრალად ყოფილხარ მწვრთნელი აკეთებს საქმის 30 პროცენტს დანარჩენი ფეხბურთლეზეა დამოკიდებული მარა ეს რო იცოდე ფეხბურთი ცოტა მაინც უნდა გესმოდეს.ackureli
22 მარტი 2016 11:43
qutaiseli-ს. აზროვნებაში "სუპერ"!!!!!!!!!პო კუტაისკი!!!შენ მართლა სუპერო და მაგარო აზროვნებაც როარ დაგეწუნება და ზრდილობა და მიმართვა ხო გაქ და გაქ. _svani_
22 მარტი 2016 11:46
qutaiseli რა შუაშია დაბალი კლასი შენი აზრით იმსახურებდა ყველაზე მეტად ბოსნია 2 ბურთის გატანას ჯერ პირველი ბურთი როგორ გავუშვით საერთოდ თავზე ვეჯექით რუსეთსაც ერთი ორი შემოგვიტიეს და მოგვიგეს ეს უფრო დაცვის ყურადღების მოდუნებაა))) და ვასილ მაისურაძე გამოცდილი კაცია და არ უნდა დათანხმებულიყო ასეთ წინადადებას არ შეიძლება ახალგაზდა ბიჭები არიან და მწვრთნელი შეუცვალო ელიტრაუნდის წინ ფსიქოლოგიაზე მოქმედებს არა?!! არადა ბიჭები ყველას ტოლ-სწორად ეთამაშნენ))დაბალი კლასი შუაში კიარა თავშია მაგრამ ამას დანახვა და მიხვედრა უნდა მეტი არაფელი.
ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან არ ვლაპარაკობ და დიდი იმედი მაქვს 19 წლამდელებს ბევრად უკეთესი შედეგი ექნებათ - ყველას არ წააგებენ თორემ ჯგუფიდან გასვლას ვერავინ მოსთხოვს.