2000 წელს დაბადებულთა ნაკრები რამდენიმე დღის წინ უკვე შეიკრიბა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
43 წლის ასპინძელაშვილს ფეხბურთელობისას "მრეტებსა" და "ზოოვეტში" უთამაშია. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი.
სამწვრთნელო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ ის ძირითადად გია გეგუჩაძის თანაშემწედ მუშაობდა.
რაც შეეხება ჩხეტიანს, მას არაერთ ქართულ და უცხოურ გუნდში უთამაშია. იყო საქართველოს ნაკრების წევრიც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"