საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს გურამ ასპინძელაშვილი გაწვრთნის

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც წლეულს ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდში ითამაშებს, გურამ ასპინძელაშვილი უთავკაცებს. ჩვენი ინფორმაციით, მისი ასისტენტი კახა ჩხეტიანი იქნება.

2000 წელს დაბადებულთა ნაკრები რამდენიმე დღის წინ უკვე შეიკრიბა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

43 წლის ასპინძელაშვილს ფეხბურთელობისას "მრეტებსა" და "ზოოვეტში" უთამაშია. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

სამწვრთნელო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ ის ძირითადად გია გეგუჩაძის თანაშემწედ მუშაობდა.

რაც შეეხება ჩხეტიანს, მას არაერთ ქართულ და უცხოურ გუნდში უთამაშია. იყო საქართველოს ნაკრების წევრიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბატონ გოჩას:ისევ თბილისიდანაა ყველა გამოძახებული? რჩევაა თვითონ იაროთ,ნახოთ ბავშვები და არა მწვრთნელთა მიწოდებული სიებით მოიწვიოთ.იქნებ ზოგი მწვრთნელი პირადი ინტერესით მოქმედებს? ან პირადი სიმპატიით? თუ მწვრთნელების რეპუტაციაში ეჭვი არ გეპარებათ? და სულ უმაღლესი დონის არიან? ბევრ ქართველ მწვრთნელს რომ ჰკითხო ვინც მატაობს,ისაა იგროკი,იმიტომაც იყო მაისურაძეს ასე შეუკრიბეს ნაკრები და არც გუნდური არც ტექნიკური არაფერში არ ვარგოდნენ.იმედი მაქვს ძლიერ ნაკრებს დააყენებთ,დროც გაქვთ რომ ყველგან ნახოთ 2000-ები და 2001-ებიც.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
დიმა
15:50 23-03-2016
0
და სასტავი ისევ ჩაწყობითაა? დაწერეთ ბარემ ვინ გამოიძახა.მაისურაძის მაგალითი ჯერ ახალია,რომ დაგვიწყებოდათ.იმედია იგივე შეცდომებს არ გაიმეორებთ
jaba
14:18 23-03-2016
0

სიახლეები პოპულარული