გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა. არადა, მანამდე ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაძლია პირველი ევროშესარჩევი ციკლი.

მაშინ გუნდს ხელმძღვანელობდა გოჩა ავსაჯანიშვილი, რომელსაც "ლელო" დაუკავშირდა და თბილისურ ელიტრაუნდთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა სთხოვა...

- თუ ნახეთ ელიტრაუნდის მატჩები?
- რა თქმა უნდა! სამივე თამაშს დავესწარი.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების თამაშს?
- ვერ ვიტყვი, რომ რამეს ჰგავდა ჩვენი გუნდის თამაში. ორ თვეში ვერაფერს ვერ მოასწრებდა ვასილ მაისურაძე. ეს ძალზე მცირე დროა და თქვა კიდეც თქვენს გაზეთთან ინტერვიუში. მწვრთნელი ნაკლებადაა
დამნაშავე იმაში, რაც მოხდა.

- მაშ, თქვენი აზრით, საქართველოს ამ ნაკრებს გაცილებით მეტი შეუძლია?
- რა თქმა უნდა, ბევრად მეტი შეუძლია. მე ახლა ერთ მნიშვნელოვან რამეს გეტყვით - როგორც ვიცი, იყო კარნახი მთავარი მწვრთნელის მიმართ, რომ უნდა შეცვლილიყო ტაქტიკა. ის შეიცვალა კიდეც და ახალი ტაქტიკის ათვისება ორ თვეში რთულია.

როგორც ვიცი, 17-წლამდელთა ნაკრებს იმ ტაქტიკით უნდა ეთამაშა, რომლითაც ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს. ჩვენ სულ 4-3-3 ტაქტიკური სქემით ვთამაშობდით. ახლა შეიცვალა ეს განლაგება და თავადაც ნახეთ, რომ სხვა ტაქტიკა იყო.

ჩემი აზრით, საკმარისად არ იყო გაანალიზებული ის მატჩები, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო ტურნირებზე თუ უნგრეთში, პირველ შესარჩევ ციკლში. კიდევ გეუბნებით - ამ ნაკრებს მეტი შეუძლია. უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი, ჩემი აზრით, რუსეთსა და ბოსნიაზე ძლიერები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სუსტები მაინც არ ყოფილან.

მე ახლა პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ. არ მინდა, ნიშნის მოგებით ვილაპარაკო. ეს არ არის გოჩა ავსაჯანიშვილის, ვასილ მაისურაძის ან ლევან კობიაშვილის ნაკრები. ეს საქართველოს ნაკრებია. ფაქტი ისაა, რომ ჩემი მოხსნით ფეხბურთის ფედერაციამ ვერაფერი მოიგო. სამ წელზე მეტი მოვყვებოდი ამ ბიჭებს და მათი ყველაფერი ვიცოდი.

კიდევ ვამბობ, მაისურაძე ვერაფერს შეცვლიდა ასეთ მოკლე დროში. ის მუშაობდა 19-წლამდელებში, აწყობილი გუნდი ჰყავდა და ისიც მოსწყვიტეს ამ გუნდს.

ანალოგიური სიტუაციაა - მითხარით, რა უნდა მოასწროს გიორგი ყიფიანმა ორ თვეში? ის ახლა იწყებს ელიტრაუნდს და მინდა წარმატებები ვუსურვო.

- როგორ ფიქრობთ, გააძლიერებდნენ თუ არა საქართველოს ნაკრებს ამ ელიტრაუნდში ქიმერიძე, ბარაბაძე და ვირუბოვი?
- ორი აზრი არ არის, რომ გააძლიერებდნენ! ახლა რომ დამაბრუნონ ნაკრებში, სიტყვაზე ვამბობ, ისევ იმ ხალხს დავუძახებდი, ვის შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ.

- რას იტყოდით იმაზე, რომ გუნდის ოდინდელი კაპიტანი ლუკა ასათიანი პირველ ორ მატჩში თადარიგში გაამწესეს?
- ასათიანი 35-ე სკოლის გაზრდილია. ასევე, ჩვენი სკოლის გაზრდილია კასრელიშვილი, ვინც ამ ადგილას ითამაშა. მე ასათიანზე საკუთარი აზრი მაქვს - რვა ასაკობრივ ნაკრებში ვიმუშავე და ასეთი მონაცემების მცველი იშვიათად მინახავს.

- გულწრფელად გვითხარით, როგორ გგონიათ - თქვენ რომ ყოფილიყავით მთავარი მწვრთნელი, რა შედეგს მაიღწევდა საქართველოს ნაკრები თბილისურ ელიტრაუნდში?
- დაწერეთ პირდაპირ: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
ავსაჯანას აქვს სალაპარაკო ილაპარაკებს ასეთი იოლი გუნდები შეგვხვდა და ვერ გამოვიყენეთ შანსი ძველი გუნდი შეთამაშებული იყო აქ ნიჩიას მაინც ითამაშებდა ერთ გოლს მაინც გაიტანდა ნაღდად ვიცი მაგრამ ეს ფედერაციას არ აწყობდა თავისები ხო უნადა შეეჩხირათ ნაკრებში როგორი კმაყოფილი ხართ თქვენი მიყვანილებით გაგიმართლეს? ავღფრთოვანდით ამ თამაშებით?
გიო
29 მარტი 2016 16:43
0
მაისურაძეს არ აცადეს თავისი პროფესიონალიზმის გამოყენება იქით ფეხბურთელის შვილი იქით ფედერაციის დარეკილი იქით სპორტის სამინისტრო თქვა კიდეც სამი ბავშვი მყავდა ჩემით არჩეულიო 15 დანარჩენი დარეკვით თხოვნით იაგორაშვილის აზრით აი ასე შიკრიბა ნაკრები და მიიღეთ ავსაჯანას გუნდს რამდენი გოლი აქ გატანილი წინა ტურში დაითვალეთ აქ ერთი ბურთი ვერ გაიტანეს გრცხვენოდეთ
goga
24 მარტი 2016 16:16
0
77 ...ნახე წინა ტური რამდენი ბურთი გაიტანეს აქ ერთი ბურთი გაიტანეთ ისც რიკოშეტი ამ ნაკრაბს ბურთის გამტანი არ ყავდა ნახეთ ბელგიის თამაში რა თამაში შემოაბრუნეს უნგრათთან რამდენი ბურთი გავიდა შეადარეთ ბავშვებსაც კითხეთ რამდენი ბურთი გაიტანეს ამ კინკლაობას ბოღმას ძველ წყენას გადააყოლეთ ელიტრაუნდი ავსაჯანიშვილის არ იყო ნაკრები აშკარად ჯობდა ამ კაცის შეკრული გუნდი ადგილებიც კარგადქონდათ განაწილებული აქ ვინ სად თამაშობდა ვერ გავიგეთ ეს ყველაფერი ფედერაციის ბრალია მაისურაძე ამ დღეში ფედერაციამ ჩააგდო
goga
24 მარტი 2016 15:24
0
რისი გამყვანი იყო ავსაჯანისვილი ყველამ კარგად დავინახეთ.შემთხვევითსასწაულმა გადაარჩინა.ასეთ ლაპარაკით მააისსურაძეს აყეენებს შეურაცხყოფას.სად მაისურაძის პროფესიონალიზმი და ობიექტურობა.უბრალოდ სასაცილოა ასეთი კომენტარის გაკეთება ავსაჯანიშვილის მხრიდან.
77
24 მარტი 2016 14:23
0
გოჩა ამ ჯგუფიდან გავიდოდიო რო ამბობ იმ ჯგუფიდან სჰემტხვევიტ რო გახვედი დაგავიცწყდა ხო?))) თუ დამსახურებულად გახვედი ??? დემაგოგი ხარ...
xorxe
24 მარტი 2016 12:53
0
ჩემი აზრით არ უნდა გაეშვათ ეს კაცი ასე თუ ისე იცნობდა ამ ბიჩებს და ბოლომდე უნდა დაეტოვებინა, საერტოდ არ მაქვს ამ ადამიანზე წარმოდგენა,მაისურაძე ვიცი კარგი მწვრთნელია არ უნდა დაექვეითებინათ და უნდა ეცადათ 19 ცლამდელებში მუშაობა, ჩემი აზრით შEცდომა დაუშვა კობიაშვილმა რომ ეს ცვლილებები განახორციელა, როგორც ვიცი მაისურაძე გაუშვეს უკვე 17 ცლამდელებიდან ბოლოს რა შედეგი მივიგეტ ნული მეტი არაფერი, ჩემი აზრით არ უნდა იყოს პირადი მოცონება არ მოცონება როცა ასე თუ ისე რაგაცას მიგცეული გაქვს ასაკობრივ ნაკრებში არ უნდა გაუშვა ის მწრთნელი რაც არ უნდა არ მოგცონდეს, უნდა დაეცადათ ამ კაცისტვის რომ ბოლომდე მიეყვანა, ტუ ვერ გავიდოდა მერე პრეტენზია არავის ექნებოდა....
texavs
24 მარტი 2016 10:54
0
რიგითი-ო. შენს ამ საუბარს ჩალის ფასი აქვს მხოლოდ. ფასი მაშინ ექნებოდა, თუ გუნდი გავიდოდა შემდეგ ეპაპზე. რათ უნდა ამას გარჩევ-გამორჩევა. კარგი ისაა, რომ მაისურაძე აღმოჩნდა პასუხისმგებლიანი პიროვნება და გადადგა. მჯერა, ვასკას წინ ძალიან ბევრი გამარჯვებები ელოდება, ხოლო მისი დანიშვნა 17 წლამდელებში, ელიტრაუნდამდე 2 თვით ადრე, იყო ფედერაციის უდიერი შეცდომა. სხვა შედეგს მე პირადად არ ველოდი.
kote
24 მარტი 2016 10:41
0
რიგითი - "რისი გამყვანი იყო ავსაჯანიშვილი ,რომ იტყვიან გაუმართლა წაგებული ქონდა თამაში.შეცვლა რომ არ გაეკეთებინა დამატებულ დროში წაგებული იყო". ოო, ეს რაღაც ახალი აზროვნებაა ადამიანის გონებაში. დააკვირდით რა "უნიკალურ" აზრებს აფქვრევს რიგითი - შეცვლა რომ არ გაეკეტებინა .. და ა.შ. შე დალოცვილო, შეცვლა რომ არ გაეკეთებინა, სხვა რამეც რომ არ მოემოქმედა და ცოტა გამართლლებაც არ ყოფილიყო, ბუნებრივია ვერ გაიყვანდა გუნდს ელიტღაუნდში. შენს ამ "ჭკვიანურ" მოსაზრებაზე არსებობს ცნობილი გამოთქმა - "გამარჯვებულებს არ ასამართლებენ"ო. გასაგებია? თუ კიდევ გჭირდება რაიმე განმარტება....
goga
24 მარტი 2016 10:35
0
ucnobi-ს. მეც ასე ვიცოდი, რომ მაისურაძე მაგარი მწვრთნელი იყო, მაგრამ ნაჩვენები შედეგით ამას ვერ იტყვი. სხვათა შორის მაურინიოც სუპერ მწვრთნელია, მაგრამ წელს სრული კრახი განიცადა მისმა გაწვრთნილმა "ჩელსმა". ასე, რომ ....
gela
24 მარტი 2016 10:28
0
რააა თავდაჯერებული ლაპარაკობს ავსაჯანიშვვვილი,თითქოს მეორე ეტაპზე გასული იყო სასწაულს რომ არ გადაერჩინა.შანსს არ აძლევდა კარგ ფეხბურთელებს,რომ თავი გამოეჩინათ,ვისაც პატრონი არ ყაავდა სათადარიგოზე სვავდა.სელექცია არ მიმდინარეობდა ნაკრებში.რომც არ ეთამასა თავის ფავორიტებს შანსი არ იყო ცვლილება განეხორციელებინა.მაისურაძეს კი ეს არ ახასიათებდა.ყველას მისცა საშუალება თავი წარმოეჩინა.მაგარი მწვრთნელია მაისურაძე და სამართლიანი.
ucnobi
24 მარტი 2016 09:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული