საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სან მარინოს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს სან მარინოს თანატოლთა ნაკრებთან მართავს. გია გეგუჩაძის გუნდი მეტოქეს პირველ ტაიმის შემდეგ ანგარიშით 2:0 ამარცხებს.

შეხვედრის პირველმა 45 წუთმა ქართველი ახალგაზრდების სრული უპირატესობით ჩაიარა.

ანგარიში მე-10 წუთზე შორეული, ბრწყინვალე დარტყმით გიორგი ხარაიშვილმა გახსნა. უპირატესობა ორბურთიანი კი ნიკა კაჭარავამ 33-ე წუთზე გახადა, რომელმაც მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი გამოიყენა.

პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი, ცნობილაძე, აბურჯანია, გოროზია, არაბული, კაჭარავა, თევზაძე, კიტეიშვილი, ხარაიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული