შეხვედრის პირველმა 45 წუთმა ქართველი ახალგაზრდების სრული უპირატესობით ჩაიარა.
ანგარიში მე-10 წუთზე შორეული, ბრწყინვალე დარტყმით გიორგი ხარაიშვილმა გახსნა. უპირატესობა ორბურთიანი კი ნიკა კაჭარავამ 33-ე წუთზე გახადა, რომელმაც მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი გამოიყენა.
პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი, ცნობილაძე, აბურჯანია, გოროზია, არაბული, კაჭარავა, თევზაძე, კიტეიშვილი, ხარაიშვილი.