U19. ინგლისთან მარცხით დავიწყეთ, წინ ესპანეთია!

AutoSharing Option
24 მარტს, ესპანეთის ქალაქ კარტაიაში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფში პირველი შეხვედრა გამართა ინგლისელ თანატოლებთან და ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

ინგლისელები ანგარიშში წინ შეხვედრის მე-8 წუთზე გავიდნენ, 2 წუთში კი სხვაობა ორამდე გაზარდეს. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ჩვენი გუნდის კაპიტანმა გიორგი გოშთელიანმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლო, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა კი, სადაც ერთმანეთს მასპინძელი ესპანეთი და საბერძნეთი დაუპირისპირდნენ, ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

მომდევნო შეხვედრას გიორგი ყიფიანის გუნდი 26 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე,
ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან მაგარი შედეგი მხოლოდ გამარჯვებაა!
dato
10:24 25-03-2016
0
ხალხო ახლახანს გავიგე თავზარდამცემი ამბავი, გენიალური იოჰან კრუიფი გარდაი9ცვალა
იურგენ შპარვასერი
01:47 25-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული