U19. საქართველო VS საბერძნეთი - ღირსების საქმე

AutoSharing Option
დღეს, 29 მარტს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში ბოლო შეხვედრას საბერძნეთის თანატოლთა გუნდთან გამართავს.

მატჩი ესპანეთის ქალაქ კარტაიაში თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება. პარალელურად დაიწყება ჯგუფის მეორე თამაში, რომელშიც ერთმანეთს ესპანელი და ინგლისელი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან.

სამწუხაროდ, გიორგი ყიფიანის გუნდი უკანასკნელი თამაშის წინ უშანსოდაა - ქართველი 19-წლამდელები, ბერძნებთან გამარჯვების მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლას ვეღარ შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ინგლისთან დათმო (1:2), შემდეგ კი ესპანეთთან ფრედ (1:1) ითამაშა.

ბოლო ტურის წინ ჯგუფს 4-4 ქულით ესპანეთი
და ინგლისი ლიდერობენ, მაგრამ მასპინძლებს ბურთების სხვაობაში უპირატესობა აქვთ და ბოლო შეხვედრაში ფრე აწყობთ. საქართველომ კი, საბერძნეთის მსგავსად, მხოლოდ ქულა მოაგროვა და ბოლო ტურში აღარაფერი აინტერესებს, გარდა პრესტიჟისა და ქვეყნის ღირსებისა. საქმე ისაა, რომ ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის...

მაგრამ ბოლო შეხვედრის ღირსეულად ჩატარება და მოგება პრესტიჟის საქმეა. არის იმისი თეორიული შანსიც, რომ ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავოთ - მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც ეს სამომავლოდ გამოადგებათ. საამისოდ, ინგლისმა ესპანეთი უნდა დაამარცხოს, ჩვენ კი საბერძნეთს მოვუგოთ და ბურთების სხვაობით ვაჯობოთ.

ბოლო-ბოლო, ეს 19-წლამდელთა რეიტინგის ასაწევად გამოდგება...

საქართველო
მეკარეები: ოთო გოშაძე, გიორგი ჩოჩიშვილი (ორივე - საბურთალო);
მცველები: რომან ჩაჩუა, ირაკლი კომახიძე (ორივე - შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, რატი არდაზიშვილი, შერმადინ ართმელაძე (ყველა - ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე - საბურთალო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);
თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ).
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი.

საბერძნეთი
მეკარეები: ელეფტერიოს ასტრასი (პანიონისი), პანაიოტის ნტუნისი (აეკ);
მცველები: სტეფანოს ევანგელუ (პანათინაიკოსი), ეფსტრატიოს სვარნასი, იოანის ვიდალისი (ორივე - აეკ), სავას ტოპალიდისი (პაოკ), ალექსანდროს კატრანისი (ატრომიტოსი);
ნახევარმცველები: ათანასიოს ანდრუსტოსი, კონსტანტინოს მაგარიტისი, გეორგიოს მანჰატისი, დიმიტრიოს ნიკოლაუ (ყველა - ოლიმპიაკოსი), კონსტანტინოს გალანოპულოსი (აეკ), ემანუელ პატრალისი (პაოკ), ვასილეოს ანგელოპულოსი (პანათინაიკოსი);
თავდამსხმელები: ლაზაროს ლამპრუ (პანათინაიკოსი), სტეფანოს რეიკაკოსი (ატრომიტოსი), ანტონიოს სტახოპულოსი (ტვენტე, ჰოლანდია), რაფაელ მელისოპულოსი (ქსანტი).
მწვრთნელი: იანის გუმასი.

ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. ბოლო ტური
საქართველო-საბერძნეთი 19:00
ესპანეთი-ინგლისი 19:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 2 1 1 0 3-1 4
2. ინგლისი 2 1 1 0 3-2 4
3. საქართველო 2 0 1 1 2-3 1
4. საბერძნეთი 2 0 1 1 1-3 1.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ირაკლი, ყიფიანს ისრაელის გუნდები დგესაც ეპაჟებიან იმიტომ, რომ იქაც კარგი შედეგები ქონდა. რატომ უცხოელი,იმიტომ რომ არ არის ქართველი? ყიფიანს იმხელა გამოცდილება აქვს, ბევრ უვცხოელა შეშურდება! მაპატიეთ, მაგრამ ვინც ანტი აზრებს წერთ, მგონია სპეციალურად აკეთებთ. რაღაცაზე ან ვიღაცაზე განაწყენებული ხალხი ხართ! ყოფოს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დიდი გულშემატკივარი ვარ და ბებრმა ადამიანმა, ვინც ბეხბურთში კარგად ერკვევა იცის, მისი პროფესიონალიზმის და თავდადებია ამბავი!
irakli apkhaidzrs
17:06 29-03-2016
0
ამ პოლემიკაში არ ჩავებმები, მარა მგონია რომ ზუსტად ასაკობრივ ნაკრებებში გვჭირდება კარგი უცხოელი მწვრტნელები, რომ ეს ბავშვები ევროპულად მომწყემსოს, :)))
თორე ეროვნულში რომ კაცს გამოუძახებ იმას ვეღარ გაზრდი
irakli Apkhaidze
15:55 29-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული