U19. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდი მარცხით და ბოლო ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში გამოსვლა საბერძნეთის თანატოლთა გუნდთან მატჩით დაასრულა. გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ესპანეთის ქალაქ კარტაიაში შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმეს და ჯგუფში საბოლოოდ ბოლო, მე-4 ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ინგლისთან დათმო (1:2), შემდეგ კი ესპანეთთან ფრედ (1:1) ითამაშა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ბერძნებმა გახსნეს - ტასოს დიმიტრიადისმა 42-ე წუთზე გაიტანა.

ქართველმა ჭაბუკებმა გათანაბრება მეორე ტაიმში, ბექა მიქელთაძის გოლით, მე-60 წუთზე მოახერხეს. საგოლე გადაცემა შეცვლაზე შემოსულმა გურამ გოშთელიანმა შეასრულა.

72-ე წუთზე
დიმიტრიადისმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო. გათანაბრების რეალური შანსი ირაკლი ბიძინაშვილს ჰქონდა, თუმცა ბერძენთა მეკარემ კარის გადარჩენა შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი (59, ბერიძე), ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ართუნაშვილი, მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (43, გოშთელიანი), კიკნაძე (74, არაბიძე).

ჯგუფის პარალელურად გამართულ მატჩში ინგლისელმა 19-წლამდელებმა მასპინძლებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, საბოლოოდ ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და 11-24 ივლისს, გერმანიაში გასამართ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
თუ გვინდა მომავალში წარმატებული ნაკრები გვყავდეს,ასაკობრივები ყოველთვის კრიტიკულად უნდა შევაფასოთ(თუნდაც შედეგი დადებითი იყოს)
-არაბიძე,ბერიძე-რა იყო მიზეზი მათი პრაქტიკულად უთამაშლობის?...დისციპლინა?..მწვრთნელსაც ალბათ მოტი მოეთხოვება,რომ როგორც ფსიქოლოგმა შეძლოს განაწყოს ფეხბურთელები შედეგისთვის
zaza
10:35 04-04-2016
0
სულაც არ ვპროფესორობ უბრალოდ გული შემტკივა და ჩემ აზრს გამოვთქვამ მეტი არაფერი!ფაქტია ,რომ არ გაამართლა მწვრთნელების შეცვლამ.გარდა შედეგისა თამაშიც არ გვივარგოდა.აცალეთო რო ამბობ ძმაო ,ვინ უშლის ხელს გააკეთოს რაც უნდა უბრალოდ ობიექტურად მოიქცეს და ცოტა პროფესიონალიზმი გამოიჩინოს ბატონმა ყიფიანმა.ფედერაციის მუშაობა ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს.წინა მთავრობის და ფედერაციის მხარდამჭერი არ გეგონოთ !ისინი გაქსუებული და უნამუსო ხალხი იყვნენ!
Zviad
10:08 04-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული