გიორგი არაბიძე: ყიფიანმა მითხრა, რომ მის დავალებებს ვერ ვასრულებდი...

AutoSharing Option
სიმართლე ვთქვათ, ამას წინათ ესპანეთში ჩატარებულ 19-წლამდელთა ელიტრაუნდის შეხვედრებიდან სასწაულს არავინ ელოდა. საქართველოს ნაკრებმა ფრედ (1:1) ითამაშა მასპინძლებთან, ხოლო ინგლისსა და საბერძნეთთან ერთნაირი ანგარიშით - 1:2 დამარცხდა.

ინგლისთან ელიტრაუნდის პირველ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა 59-ე წუთზე ერთდროულად გუნდის ორი ლიდერი - გიორგი არაბიძე და გიორგი ბერიძე შეცვალა. ესპანეთთან მეორე მატჩში კი არაბიძეს საერთოდ არ უთამაშია, ხოლო საბერძნეთთან ბოლო შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 74-ე წუთზე გამოჩნდა.

ცხადია, მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევა აზრადაც არ მოგვსვლია, მაგრამ რა გასაკვირია, რომ კითხვები გაგვიჩნდა (და
არამარტო ჩვენ). ფაქტია, მირჩა ლუჩესკუ 18 წლის ქართველ შემტევს დონეცკის "შახტარის" ძირითად შემადგენლობას აჩვევს და ყველა ელოდა, რომ ელიტრაუნდში არაბიძე გუნდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინებოდა.

- გვაინტერესებს, რა მოხდა ინგლისთან შეხვედრის 59-ე წუთზე. დაშავდით?
- ტრავმა არაფერ შუაშია, საბედნიეროდ, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი.

საერთოდაც, ნაკრების შეკრებაზე ძალიან მონდომებული ჩამოვედი, იმედი მქონდა, რომ ამ უმძიმეს ჯგუფში თავის გამოჩენას მოვახერხებდით, მაგრამ... პირველივე შეხვედრაში შემცვალეს და გული დამწყდა. ესპანეთთან საერთოდ არ მითამაშია, საბერძნეთთან კი ბოლოს შემიშვეს მოედანზე.

რა ვიცი... გუნდის დახმარება მსურდა, რეალურად კი ამის შანსი არ მომეცა.

- ასეთი რამ უსაფუძვლოდ არ ხდება. მწვრთნელს საამისოდ მიზეზი ექნებოდა...
- ყიფიანმა მითხრა, რომ მის დავალებებს ვერ ვასრულებდი...

- დასამალი არ არის, რომ ჯერ კიდევ შესარჩევი ეტაპის დროს პრეტენზია თქვენთან ვასილ მაისურაძესაც ჰქონდა - ზედმეტად ერთობა ინდივიდუალური თამაშითო...
- მსურდა თამაშის საკუთარ თავზე აღება და მეტოქის დაცვის ინდივიდუალურად გარღვევა, რადგან გუნდი ვერ თამაშობდა. აი, ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი, თორემ გუნდური ინტერესი არ მავიწყდება. ინგლისთან თამაშისას ჩემთან და ბერიძესთან ბურთი ვერ მოდიოდა. დავინახეთ, რომ სხვა გზა არ იყო, უშუალოდ თამაშის დროს რაღაც უნდა შეგვეცვალა და ამიტომ უკან დახევა დავიწყეთ, რათა ბურთი აგვეღო...

- ამ გადასახედიდან, გასვლის შანსი არ გქონდათ?
- შანსი როგორ არ იყო?! ესპანეთს სახელი ჰქონდა, თორემ, რეალურად, დიდი არაფერი გუნდი არ იყო და უნდა მოგვეგო კიდეც. საამისო შესაძლებლობებიც გვქონდა.

- ინგლისთან რაღა მოგივიდათ?
- სამწუხაროდ, დასაწყისში ვინერვიულეთ, რაღაც აფორიაქებულები ვთამაშობდით. სანამ დავლაგდით, ორი გოლი გაგვიტანეს. მერე კი ავთამაშდით, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

- საბერძნეთთან წაგებას როგორღა ახსნით?
- იმედგაცრუებულები რომ ვიყავით, ეტყობა ჩვენს თამაშზე ამანაც მოახდინა გავლენა.

- დონეცკის "შახტარმა" შეკრებაზე წაგიყვანათ, მაგრამ დღეს ისევ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობთ. თქვენს საკლუბო ამბებზეც გვითხარით...
- 18 მარტს, "ანდერლეხტთან" ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრაზე უნდა წავყოლოდი გუნდს, მაგრამ ნაკრებში გამომიძახეს და...

- თქვენი აზრით, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას მოახერხებთ?
- ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ისიც უკვირდათ, 17 წლისას ძირითადში რომ მათამაშებდნენ. მაგრამ მჯერა, ამის დროც მოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
არაბიძე მგონი მოთამაშე მწვრთნელობას აპირებს.
გელა
21:06 15-04-2016
0
რატომ წაიყვანეთ საერთოდ ვერ გავიგე,ამას გაისადაც ხოუწევს 19 ები_?ეთამაშა მის ასაკში და აქ შეევსო ის ადგილი იმ ასაკის ნიჭიერ და პერსპექტიულ ფეხბურთელს აღარ გვყავს კაცო??ესარის სელექცია_?
გაეცი პასუხი
00:18 16-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული