გიორგი ყიფიანი: ფეხბურთელი უნდა ეწყობოდეს ნაკრებს და არა გუნდი - ფეხბურთელს

AutoSharing Option
სიმართლე ვთქვათ, ამას წინათ ესპანეთში ჩატარებულ 19-წლამდელთა ელიტრაუნდის შეხვედრებიდან სასწაულს არავინ ელოდა. საქართველოს ნაკრებმა ფრედ (1:1) ითამაშა მასპინძლებთან, ხოლო ინგლისსა და საბერძნეთთან ერთნაირი ანგარიშით - 1:2 დამარცხდა.

მიზეზთა გამო მხოლოდ ახლა მოგვეცა 19-წლამდელთა მწვრთნელ გიორგი ყიფიანთან გასაუბრების საშუალება, ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ გიორგი არაბიძესთან ინტერვიუ კი უფრო ადრეა ჩაწერილი.

გიორგი არაბიძე: ყიფიანმა მითხრა, რომ მის დავალებებს ვერ ვასრულებდი...

გვსურდა, მწვრთნელისა და შეგირდის მოსაზრებები ერთად შემოგვეთავაზებინა. თუ რატომ, ამას ინტერვიუებიდან მიხვდებით:

- ინგლისთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ჩვენ ფავორიტად ვერ ჩავითვლებით, მაგრამ ასეთ
მძიმე ჯგუფშიც კი ქულით კმაყოფილნი ვერ ვიქნებით, რადგან ჯგუფში ბოლო ადგილი დავიკავეთ. იმან კი გამახარა, რომ სამივე მეტოქესთან გუნდურობა ვაჩვენეთ, ყველას გავუტანეთ და ფეხბურთი ვითამაშეთ.

- ინგლისთან შეხვედრა, ფაქტობრივად, პირველ 8 წუთში დათმეთ. რა იყო ამის მიზეზი?
- ინგლისი შევისწავლეთ და მიმაჩნდა, რომ ამ თამაშისთვის მზად ვიყავით. ვერ ვიტყვი, რომ დავიბენით ან შევშინდით - კონცენტრაცია დავკარგეთ და სამწუხაროდ, თამაშის ლოგიკიდან ამოვარდნილი გოლები მივიღეთ. ინგლისელთა ამ თაობამ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონობა მოიპოვა და ამის შემდეგ 3 გოლის გატანა ძნელი იყო.

თუმცა, გუნდმა საკუთარ თავში მაინც მოძებნა ძალა - ანგარიში შევამცირეთ, მომენტები შევქმენით და მეტოქე საკმაოდ ვანერვიულეთ. თამაშის შემდეგ ბიჭებს მადლობა გადავუხადე, რადგან მათ მეტოქეს არაფერი დაუთმეს.

- რამდენიმე მოთამაშე ამბობს, რომ ესპანეთთან მოსაგები თამაში გვქონდა. რა დასამალია და, ძნელი დასაჯერებელია...
- არადა, ასე იყო. თამაში კარგად დავიწყეთ და შემთხვევით არ იყო, რომ ჩვენს აქტიურობას გოლი მოჰყვა და მომენტები მერეც გვქონდა. ესპანელებმა წონასწორობა ტაიმის ბოლოს აღადგინეს. მიმაჩნია, რომ ტურნირზე საუკეთესოდ ამ მატჩის მეორე ტაიმი ჩავატარეთ, რაც ინგლისისა და საბერძნეთის ნაკრებების მწვრთნელებმაც აღნიშნეს.

ორივე გუნდმა ძალიან ლაღი და შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ. გატანაც ორივეს შეგვეძლო, 85-ე წუთზე კი რეალური მომენტი გვქონდა, მაგრამ ესპანეთი მეკარემ გადაარჩინა. მათი ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორს ველაპარაკე. მან ჩვენი გუნდის მიმართ დიდი სიმპათია გამოხატა. არ ელოდნენ, ესპანეთს მისსავე მოედანზე შემტევი ფეხბურთით ქულას თუ წავართმევდით.

- ...თუმცა ამის შემდეგ საბერძნეთთან წაგებასაც არავინ ელოდა...
- პრობლემა იმან შეგვიქმნა, რომ ტურნირზე ვერ წავიყვანეთ ორი მცველი - ნადარაია და კობაური. ამიტომ ოთხივე მცველმა - კომახიძემ, ლოჩოშვილმა, ჭიჭინაძემ და ჩაჩუამ შეუცვლელად ითამაშეს და ამხელა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლეს. ამას გარდა, ესპანეთთან მამუჩაშვილი და ლოჩოშვილი დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდნენ. მაგრამ საბერძნეთთანაც მეორე ტაიმი კარგად ვითამაშეთ და 7 წუთში 3 რეალური საგოლე მომენტი შევქმენით. მიმაჩნია, რომ ქულას მაინც ვიმსახურებდით...

საერთოდ, ამ ბიჭებს ცალსახად დიდი პოტენციალი აქვთ და ბედნიერი ვარ, მათთან რომ ვიმუშავე. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან რამდენიმე მათგანს რეკომენდაციაც გავუწიე. ბევრში ეროვნული ნაკრების პოტენციურ წევრსაც ვხედავ. არც ერთი ჩვენი ფეხბურთელი ევროპელ ტალანტებს არ ჩამოუვარდებოდა, მაგრამ... საქართველოს ჩემპიონატის დონემ და ტემპმა დაგვაღალატა.

- ინგლისთან ერთდროულად შეცვალეთ არაბიძე და ბერიძე, მერე კი ძირითადშიც აღარ დააყენეთ. ასეთი რა მოხდა?
- მათი შეცვლები საფეხბურთო აუცილებლობამ გამოიწვია - დავალებები ვერ შეასრულეს. ბულგარეთსა და ჩერნოგორიასთან საკონტროლო შეხვედრებში არ უთამაშიათ და, სამწუხაროდ, გუნდსა და სქემას სათანადოდ ვერ შეეწყვნენ. ინგლისთან თამაშის ხასიათის შეცვლა ამიტომაც გადავწყვიტე. შემცვლელებმა - ბიძინაშვილმა და არდაზიშვილმა თამაში გაამწვავეს, პირველმა საგოლე გადაცემა გააკეთა და გამოჩნდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

- არაბიძემ ჩვენთან ინტერვიუში არ დამალა, რომ სკამზე ჯდომას არ ელოდა...
- არაბიძეს შემდეგი ციკლის 19-წლამდელებშიც უწევს თამაში. ისიც და ბერიძეც - ორივე ნიჭიერია და ორივე ნაკრების კანდიდატია. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. უბრალოდ, მეტი გუნდურობა სჭირდებათ. ფეხბურთელი უნდა ეწყობოდეს ნაკრებს და არა გუნდი - ფეხბურთელს.

იმედია, შემდეგ ციკლში გაცილებით კარგად ვითანამშრომლებთ. ქართველებს უცხოეთში ვეძებთ და მათზე უარს როგორ ვიტყვი?! ეს გამორიცხულია!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
Aრაბიდზე და Bერიდზე ესენი არიან ჩAსულები ანუ გაკიდულები Dა ახლა დარცჰენილები Uნდა გაკიდოტ ტკვენ ღEზულტატი Aრ გაინტერესებდ კველაფერს თAვი დავანებოდ ბერიცე Dა Aრაბიდზე ერტერტ საუკეტესო Gუნდებსჰი არიან არაბიდზემ შHახტარშHი რომელ ქარტველმა Iტამასჰა17 ცლის პირველ Gუნდსჰი ასე გამოდის ლუცჰესკუზე Mეტი კიფიანმა იცის Aსე უგდებენ ფეხბურტელებს გულს Fეხბურტზე და ნაკრებზე AტკმევIნებენ უარს კიფიანისნაირი უვუცები
Kaka
15:10 27-04-2016
0
ირაკლი, ნათესავი ხარ თუ არა, ცალსახაა რომ ჩასაფრებული ხარ!თQვენ გინდათ ფეხბურთის ან ქვეყნის აღორძინება? არ გამოვა! ხალხნო უხერხულია! გეყოფათ რა!
irakli apkhaidzes
23:12 16-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული