პრეზენტაცია: შევთანხმდეთ, რომ ჩვენს გენშია შემტევი ფეხბურთი!

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის კრიზისი მხოლოდ ფინანსურ და პოლიტიკურ პრობლემებს არ გამოუწვევია. ერთ-ერთი მიზეზი სისტემის არარსებობაც იყო. საბჭოთა პერიოდში არსებული სისტემა მინიმალურ დონეს მაინც განაპირობებდა - ცუდი იყო თუ კარგი, ეს იყო სისტემა და ის მუშაობდა...

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, სხვის ნებაზე არსებობას შეჩვეულები, ინერციით ისევ საბჭოურ სისტემასა და მეთოდოლოგიას მივდევდით, საკუთარი კი ვერ შევიმუშავეთ...

გუშინ, 27 აპრილს, ფეხბურთის ფედერაციისა და გია გეგუჩაძის მიერ გამართული პრეზენტაცია სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი. რეალურად, ბოლო 26 წელიწადში პირველად გამოჩნდა სფფ-ის მცდელობა, რომ ქართულ ფეხბურთს მისთვის
ბუნებრივი საფეხბურთო ფილოსოფია შეუქმნას და მუშაობა ერთიანი სისტემითა და მეთოდოლოგიით დაიწყოს...

საით მივდივართ და რა გვინდა?
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ასაკობრივი გუნდების სპორტულმა ხელმძღვანელმა ახალჩამოყალიბებულ სამუშაო-მეთოდურ ჯგუფზე ილაპარაკა და ასაკობრივი ნაკრებების განვითარების პროექტი გაგვაცნო.

მანამდე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ილაპარაკა:

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ და როგორ წარმოგვიდგენია ასაკობრივი ფეხბურთის განვითარება, რა პრობლემებს წავაწყდით, რა გავაანალიზეთ და რა არის გასაკეთებელი...

პროექტის დამუშავებამდე გია გეგუჩაძე რეგიონების წარმომადგენლებს შეხვდა. ეს ხალხი ქართული ფეხბურთისთვის საქმიანობს და უნდა იცოდნენ, რისი დანერგვა მოუწევთ სკოლებსა და გუნდებში. უნდა ვიცოდეთ, საით მივდივართ და რა გვინდა.

ერთიანი სამუშაო სისტემის შექმნის მცდელობა ქართულ ფეხბურთში დღემდე არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ, პროექტის განხორციელება და ჯგუფის მუშაობა წარმატებას მოგვიტანს. ყველა ასაკობრივი ნაკრების ერთ სისტემაში მოქცევა ეროვნულ გუნდსაც წაადგება და ფეხბურთელებს მაღალ მოთხოვნებთან შეჩვევა გაუიოლდებათ", - ამბობს კობიაშვილი.

სისტემის აუცილებლობა
გია გეგუჩაძე:
- პროგრამაში ჟურნალისტების როლი უმნიშვნელოვანესია და იმედია, მის გაშუქებაში აქტიურად ჩაერთვებით. სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს, რადგან თქვენ ხედავთ იმას, რასაც ჩვენ შეიძლება ვერ ვამჩნევდეთ.

ეს პროგრამა დროში გაწელილია, თუმცა დღეს თუ არ დავიწყეთ, ხვალ შედეგი არ გვექნება.

პროგრამა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს: სულ 7 ასაკობრივი ნაკრები გვეყოლება - U14, U16, U17, U18, U19 და U21. საქართველოში ბევრი ტალანტია, მაგრამ მათი გაზრდის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მცირეა.
ამისთვის კი საჭიროა:

1. ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელთა მომზადების სისტემის ჩამოყალიბება და მიმართულების განსაზღვრა;
2. ნაკრების მოთამაშეთა განვითარების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;
3. მუდმივი სასელექციო სისტემის დანერგვა, ნიჭიერი ფეხბურთელების თავმოყრა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
4. თანამედროვე ფიზმომზადების მეთოდების დანერგვა;
5. თანამედროვე სამედიცინო მომსახურება;
6. ანალიტიკური ჯგუფების ამოქმედება;
7. კოორდინირებული მუშაობა;
8. ფეხბურთელებთან ფსიქოლოგების მუშაობა;
9. ინფრასტრუქტურის განვითარება;
10. საწვრთნელი მეთოდიკისა და იდეოლოგია-ფილოსოფიის ჩამოყალიბება;
11. კადრების მომზადება.

ამ ყველაფრის მთავარი მიზანია სანაკრებო ფეხბურთის წინსვლა, საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებისთვის მყარი საფუძვლის შექმნა და ბავშვთა, ახალგაზრდების, საკლუბო და რეგიონული ფეხბურთის განვითარება.

როგორი ფეხბურთი გვინდა?
- დღეს არსებულ პრობლემებს ერთი ხელის მოსმით ვერ გადავჭრით. პროგრამა სპონტანურ შედეგზე არ არის გათვლილი, ის მოიცავს სამწელიწადნახევრიან ციკლს და იმისთვისაა, რომ ასაკობრივი ნაკრებებიდან მეტი კვალიფიციური კადრი წამოვიდეს...

ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელთა გასაზრდელად პროცესების ერთიან სისტემაში მოქცევა აუცილებელია. მყარ საფუძველს სწორედ ეს ჯაჭვი ქმნის. მიმაჩნია, რომ ამ პროგრამის ამოქმედება ჩამოაყალიბებს სისტემას და შექმნის იმ საფუძველს, რომ წლების შემდეგ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს და ფეხბურთის ფედერაციის მიერ დასახული ამოცანები გადაიჭრას.

საამისოდ კი, აუცილებელია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა. ერთ-ერთი უმთავრესი ქართული ფეხბურთის იდეოლოგია-ფილოსოფიის ჩამოყალიბებაა, რათა ვიცოდეთ, როგორი ფეხბურთი გვინდა და რა გამოგვდის უკეთესად...

სულ არის კამათი იმაზე, თუ რა სტილის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. შევთანხმდეთ, რომ ჩვენს გენშია შემტევი ფეხბურთი, სადაც დაცვასა და თავდასხმას შორის ბალანსი დაცულია - წინ სწორედ ეს უნდა წამოვწიოთ. დღეს კი ეს ფეხბურთი მიძინებულია. სამაგალითოა 13 მაისის თბილისის "დინამო".

ახლა იტყვიან, მაშინდელი მეთოდები მოძველდაო, მაგრამ ნოდარ ახალკაცის მუშაობაში ბევრი მისაღები მომენტი იყო. ამის გააზრებით, გათვალისწინებითა და თანამედროვეობაში გადმოტანით მხოლოდ მოვიგებთ და ცხადია, სიახლეებსაც დავამატებთ.

ასაკობრივ ნაკრებებში, სკოლებსა და ჭაბუკთა გუნდებში სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და მეთოდიკაც ამაზე დაყრდნობით შევიმუშაოთ. იგეგმება მეთოდოლოგიური წიგნის გამოცემა, რომელიც ყველა მწვრთნელს გამოადგება.

სელექცია
- მწვრთნელთა საინიციატივო ჯგუფში 10-12 ადამიანი გაერთიანდება. იქნებიან უშტატო, მაგრამ პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებიც ამ პროცესში ჩართვით გაიზრდებიან და, შესაძლოა, სამომავლოდ, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებად ჩამოყალიბდნენ...

წარსულში უნდა დარჩეს ის დრო, როცა ნაკრების ფეხბურთელებს მხოლოდ სამი სკოლა ზრდიდა. სასელექციო სისტემის ჩამოყალიბება იმიტომ გვჭირდება, რომ ნიჭიერი ბავშვები არ დავკარგოთ - ეს განსაკუთრებით პრობლემური რეგიონებშია. ამიტომ სელექციის არეალის გაფართოება მნიშვნელოვანია.

შეიქმნება რეგიონალური ნაკრებები, იქნება კიდევ თბილისის გუნდიც, რომლებიც ტურნირის სახით ერთმანეთში ითამაშებენ. საბოლოოდ, დაკომპლექტდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაკრებები, საიდანაც ნიჭიერებს თავის გამოჩენის საშუალება ექნებათ და საუკეთესო სანაკრებო კანდიდატებს გამოვავლენთ, ეს კი ერთ ხედვას უნდა ეფუძნებოდეს...

ჩვენი მიზანია, ასაკობრივ ნაკრებებში კონკურენცია შევქმნათ, ხოლო საამისოდ, თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ 3 ფეხბურთელი უნდა გვყავდეს. ეს სისტემა ეროვნული ნაკრებისთვის სრულფასოვანი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელების მიწოდებას უზრულველყოფს...

ფეხბურთელებისთვის შევადგენთ მონაცემთა ერთიან ბაზას. მოთამაშეთა პროგნოზირება მოხდება მათი ფიზმომზადების, ტექნიკის, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა კუთხით. ხოლო ფეხბურთელთა ტესტირება მოხდება იმის დასადგენად, თუ ვინ რამდენადაა მზად, ვინ პროგრესირებს და ვინ - ვერა...

სხვაგვარად წარმატება შეუძლებელია
კახა ჭუმბურიძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:
"შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ნაკრებებს სასურველი შედეგები არ ჰქონდეთ, მაგრამ იმედია, გულშემატკივრები ამას გაგებით მოეკიდებიან, რადგან პროგრამის განხორციელებას დრო დასჭირდება.

ოთხი წლის წინ ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი ნაკრები 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ეს იყო კონკრეტულად იმ ნაკრების წარმატება, მაგრამ არ იყო ერთიანი სისტემა.

არ არსებობს ქვეყანა, სადაც ფეხბურთის ფედერაციას მსგავსი გეგმა არ ჰქონია და მის ნაკრებს წარმატებისთვის მიეღწიოს. სწორედ მსგავსი გეგმის ამუშავების შემდეგ მოიპოვა წარმატება სხვადასხვა ევროპულმა ნაკრებმა და აქ მარტო დიდ ევროპულ ქვეყნებს არ ვგულისხმობ.

მაგალითად, ისლანდია, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 340 ათასია, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ამ შედეგს კი სწორედ ანალოგიური გეგმის შემუშავებისა და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად მიაღწიეს. იგივე შეიძლება ითქვას ბელგიაზე, რომელიც წლების წინ ფიფას რეიტინგში საკმაოდ დაქვეითებული იყო, მაგრამ ერთიანი სისტემის დანერგვის შედეგად ახლა უძლიერესი ეროვნული გუნდი ჰყავთ.

ამ პროგრამის მთავარი მიზანი არის ის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა წლების შემდეგ მოგვცეს შედეგი, რომელიც ყველას გაგვახარებს. მთავარია, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დავძარით".



(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ. აბა ტქვენ იცით ბეწდეტ ეს სისულელეები და იყავით
სანდრო
13:58 02-06-2016
0
ნიჭიერი ქართველი ფეხბურტელებისაღვი გზის დამკეტავი ანდა მსთი საქარტველოდან გამყიდავიიდული საქმოსნებიისევ ჭკუის საკიტხავად გყავთ რა დაიჯერება თქვენი? რაც წინამორბედებმა დააკლეს ტქვენ სეასრულებთ დანარცენს! ნიჭჭიერებსდა პრსპექტიულებს ან შანსს არ აზლევთმაშს ვგულისხმობ დ არა ვალის მოხდით დასანახად მხოლოდ გამოძახებასდა პროტექციის მიხედვით არ ჩევტ ფეხბურტელებს ნაკრებებსი ოღონდ ევროპის გუნდსი თამაშობდეს ტუნდაც ჭ ლიგასი და იქედანაც ვარდებოდეს!!!!
სანდრო
13:56 02-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული