U16. საქართველომ ბანიკოვის მემორიალური ტურნირი მოიგო!

AutoSharing Option
დღეს, 15 მაისს, უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის მემორიალურ ტურნირზე, საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ფუნალური შეხვედრა გამართა.

გურამ ასპინძელაშვილის შეგირდები ფინალში ისრაელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

ძირითადი დრო ფრედ 2:2 მორჩა, პენალტების სერიაში კი გამარჯვება ქართველ ფეხბურთელებს დარჩათ - 4:2.

საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან დასკვნითი მატჩი ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბულისკერია, ბასარია, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, დარცმელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე (79. შუბითიძე), გაბუნია (41. კაკაურიძე), ივანიაძე (41. გაბიტაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი.

თასის გარდა, ჩვენმა ბიჭებმა უკრაინიდან ინდივიდუალური პრიზებიც წამოიღეს. ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა დემეტრე ბულისკერია, ხოლო საუკეთესო მცველი - ივა
გელაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ტქვენ მაინც გაგვახარეთ, თორემ 81 წლის სჰემდეგ კარგი ფეხბურთი არ გვინახავს ქართველების შესრულებით!
0
ვულოცავ ბიჭებს და დავამატებ რომ ამ ნაკრებს 4 წელი კორღალიძე და მიქაშავიძე წვრთნიდნენ,ასპინძელაშვილი კი 3 თვე,ვულოცავ ოთარს და ვასიკოს,ისინი უაპელაციოდ და კონტრაქტის დარღვევით გაუშვეს სამსახურიდან,თუმცა ეს შედეგი პირველ რიგში მათი დამსახურებააა...
beso
13:04 11-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული