გია გეგუჩაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
25 მაისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეიკრიბა და ევროშესარჩევი მატჩისთვის მზადება დაიწყო. გია გეგუჩაძემ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 24 ფეხბურთელს უხმო.

21-წლამდელები "ბასაზე" ხუთი დღის განმავლობაში ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებენ, 30 მაისს კი შვედეთში გაემგზავრებიან, სადაც 3 ივნისს ოფიციალურ მატჩს გამართავენ მასპინძელთა ახალგაზრდულ ნაკრებთან.

გია გეგუჩაძის სანაკრებო სია ასეთია:

მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო);

მცველები: ლევან გეგეჭკორი (შუქურა), თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), ჯიმი ტაბიძე (გენტი, ბელგია), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო),
გიორგი თევზაძე (დინამო, თბ);

ნახევარმცველები: გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (მინსკი, ბელორუსი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი გაფრინდაშვილი (სიონი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბ), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი, გერმანია);

თავდამსხმელები: ლევან შენგელია (ტუბიცე, ბელგია), ბაჩანა არაბული (დინამო, თბ), ნიკა კაჭარავა (როსტოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).

შვედეთში გამგზავრების წინ, 30 მაისს, 11:30 საათზე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გია გეგუჩაძე პრესკონფერენციას გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 12 /
ფაიქოლოგები და ფსიქიატრები მწვრთნრლებმა კია არა ოჯახმა უნდა დაახმაროს თავის შVილს თუ ეს სჭირდება. არაბიძე არის ყოვლად უდისციპლინო და თავში ავარდნილი ტიპი. სხვათაშორის მის გაფიჭებაში ჯურნალისტებსაც დიდი ცოდვა მიუღვით. მორჩა ის პერიოდი, როცა ფეხბურტელები თავზე ესხდნენ მწვრთნელებს. დიახაც, დისციპლინა არის ერთერთი აუცილებელი ფაქტორი ფეხბურთელში. სხვანაირად არაფერი გამოვა. და საერთოდ, მოეშვით ამ პროფესორობას და აცალეთ ხალხს საქმის კეთება. აკეთეთ თ ქვენი საქმე თუ რა თქმა უნდა გაქვთ.
zazas
00:28 30-05-2016
0
Aq umetedoba iseti xalxi akomentarebs, romlebic chumad ikavit 16 clamde carmatebisas sitkva rom argitkvamt. Sul kritilaze xart, sakutar tavs ecit pativi da nu intrignobt. Tu martla gacuxebt nakrebis bedi , moitxovet preskonperecia mcvrneltan da ik dasvit kitxvebi. Gekot choraoba da jobia tkvens sakmes mixedot, ratkmaunda tu gakvt.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული