21-წლამდელები "ბასაზე" ხუთი დღის განმავლობაში ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებენ, 30 მაისს კი შვედეთში გაემგზავრებიან, სადაც 3 ივნისს ოფიციალურ მატჩს გამართავენ მასპინძელთა ახალგაზრდულ ნაკრებთან.
გია გეგუჩაძის სანაკრებო სია ასეთია:
მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო);
მცველები: ლევან გეგეჭკორი (შუქურა), თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), ჯიმი ტაბიძე (გენტი, ბელგია), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო),
ნახევარმცველები: გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (მინსკი, ბელორუსი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი გაფრინდაშვილი (სიონი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბ), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი, გერმანია);
თავდამსხმელები: ლევან შენგელია (ტუბიცე, ბელგია), ბაჩანა არაბული (დინამო, თბ), ნიკა კაჭარავა (როსტოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).
შვედეთში გამგზავრების წინ, 30 მაისს, 11:30 საათზე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გია გეგუჩაძე პრესკონფერენციას გამართავს.
სფფ-ის პრესსამსახური