U18. საქართველო-უკრაინა 0:1 - გუშინ იყო მარცხი... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმში გიორგი ყიფიანის გუნდმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ უკრაინელები თავს ორგანიზებულად იცავდნენ და ქართველების შეტევებს ახშობდნენ, თავად კი შესვენებამდე გოლი "გასახდელში" გაგვაყოლეს - "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ ანგარიში დონეცკის "ოლიმპიკის" მცველმა ვადიმ შასლივცევმა გახსნა - 0:1.

მეორე ტაიმი საჩვენოდ წარიმართა. მსაჯთან კამათის გამო მოედნიდან "დნიპროს" მცველი სტანისლავ გუძი გააძევეს.

შესვენების შემდეგ უკრაინელთა შემადგენლობაში წარმოშობით ქართველი ჯაბა ფხაკაძე გამოჩნდა.

ყიფიანის ბიჭებმა კაცნაკლული მეტოქის კართან რეალური საგოლე მომენტები კი შექმნეს, მაგრამ
ვერ გამოიყენეს. დამატებულ დროში მეკარესთან პირისპირ გავიდა ბექა ქავთარაძე, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა და სტუმარმა სათავისო ანგარიში შეინარჩუნა.

საქართველოსა და უკრაინის 18-წლამდელები მეორე ამხანაგურ შეხვედრას 4 ივნისს კვლავ "მიხეილ მესხზე" გამართავენ. მატჩი 18 საათზე დაიწყება.

U18. ამხანაგური მატჩი
02.06. თბილისი. "მიხეილ მესხი" 
საქართველო-უკრაინა 0:1
გოლი: 0:1 შასლივცევი (45)
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (73. ხაბეიშვილი), ლოჩოშვილი, კობოური (73. ბულუხაძე), ხუბაშვილი, ლაკვეხელიანი (77. ქავთარაძე), სამურკასოვი (46. ქოჩორაშვილი), საგრიშვილი, არდაზიშვილი (65. კვანტალიანი), კოხრეიძე (65. ფოჩხუა), ჩოგაძე.
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაძევება: გუძი (55)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Gulshematkivaro mogesalmebit . Tkven ra profesiis adamiani brzandebit? Rogor pikrobt is gegma , romelic caradgina geguchazem, ra vadebshi sheizleba ganxorcieldes? Tu tkven migachniat ro ukve movida amis dro, mashin me getkvit rom tkven xart zogadi gulshematkivari da pexburtis araperi gagegebat
Gulshematkivars
04 ივნისი 2016 15:46
0
ასე მწვრთნელის გარეშეც ვითამაშებთ რატო აძლევთ ვიღაცა ვაის თუ უის ამხელა ფულს თუ რა გენაღვლებათ ხალხის ფულიები თუ წილი გაქვთ ვაისისგან და რა მნიშვნელობა აქვს მოიგებთ თუ წააგებთ ის წილი თქვენია მუჯირი ჭუმბურიძე აღარ მახსენდება სხვების გვარები ისეთი გაბრაზებული ვარ ხო მინისტრი ხეჩიკაშვილი აი ვინ აქცევს ქართულ ფეხბურთს გააბრუეს კობიაშვილი დავაი რა
tato
04 ივნისი 2016 11:43
0
მაგარი სატაური აქვს სტატიას მარტო გუშინ იყო მარცხი? მოგება დიდიხანია არ გამიგონია არცერთი ასაკობრივი ნაკრების ეროვნული რას გავდა სხვა ნაკრებზე რაღა ვილაპარაკოთ რომელს აქ შედეგი სად არის გეგუჩაძის ფეხბურთის განვითარების გეგმა რას ანვითარებს არ გცხვენიათ ხალხო არავინ არ მყავს ნაკრებში პროსტა დაგვცინით ამხელა ფულებს ხარჯავთ და რას აკეთებთ ან ეს ფედერაცია რას აკეთEბს შედეგზე ვართ ორიენტირებული და შედეგის მიხედვით მიეცემა მწვრთნელს ხელფასიო რომელს აქ შედეგი რა ფულებს ფლანგავთ რას გავს ქართული ფეხბურთი ცოტა შეგცხვეთ მაინც მარა ვინ გთხოვთ პასუხს მიდით აკეთეთ მარტო ფულები კობიაშვილის მაგარი იმედი მქონდა მაგრამ რა ქნას გაშემო მუჯირი ჭუმბურიძე კიდე უარესები ყავს გააბრუეს საწყა;ი კაცი
gulshematkivari
04 ივნისი 2016 11:16
0
შეგვაზიზღეთ ფეხბურთი რამდენჯერ შეიძლება წაგება ამდენი პატრონიანი ხალხი რო შეგიკრებიათ რო ვერ თამაშობენ ხო ხედავთ ეხლა სხვები ნახეთ იქნებ ითმასონ მაგრამ თქვენ შედეგი არ გაინტერესებთ ოღონდ თქვენიანებს ასიამოვნოთ მიტოა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად წადით დაახვიეთ უარესები მოხვედიტ როგორ ჩაგრავთ ბავშვებს
TATO
03 ივნისი 2016 20:27
0
ნეტა თუ არ გცხვენიათ ამდენი წაგების მაინც ნუ აცხადებთ როცა თამაშობთ ჩუმად წააგეთ ჩვენ ნუ გაგვაგებინებტ მეზიზღება უკვე ქართული ფეხბურთი თქვენ უნამუსობას საზღვარი არ აქვს ყველა ასაკობრივი ნაკრები აგებს არ გცხვენიათ?
gio
03 ივნისი 2016 20:22
0
ბ-ნო მერაბ! მიუკერძოებელმა ჟურნალისტებმა ფორსირებულად შეუტიეთ და ქართული ფეხბურთი ისევ დაბრუნდება. გამოჩნდა ადამიანი, ბ-ნი ლაშა შამათავა, რომელიც ამტკიცებს, რომ 1981 წლის 13 მაისს ყოველ 5 წელიწადში გაიმეორებს. იქნებ მოუსმინოთ?
გუჯა კახაძე
03 ივნისი 2016 11:55
0

სიახლეები პოპულარული