U21. შვედეთი-საქართველო 3:2 - აღარც თეორიული შანსი

AutoSharing Option
3 ივნისს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2017 წლის საკვალიფიკაციო მატჩში შვედეთს ესტუმრა, 2:3 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა.

26-ე წუთზე ქართველთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კაპიტანმა კრისტოფერ ოლსონმა გოლად აქცია.

35-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის პასით ბაჩანა არაბულმა გაათანაბრა.

78-ე წუთზე ემილ კრაფტმა კვლავ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ 89-ე წუთზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა გაათანაბრა - 2:2.

შვედებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე ჯორდან ლარსონის გატანილი გოლის წყალობით მოიგეს.

გია გეგუჩაძის გუნდს 8 თამაშიდან მხოლოდ
9 ქულა აქვს და საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-4 ადგილზეა. შვედები 7 თამაშიდან 16 ქულით მეორე ადგილზე არიან.

ევროშესარჩევის მორიგ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1-ელ სექტემბერს, სტუმრად ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.

U21. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. VI ჯგუფი
უდევალა, რიმნერსვალენი
შვედეთი-საქართველო 3:2
გოლები: 1-0 ოლსონი (27), 1-1 არაბული (35), 2-1 კრაფტი (77), 2-2 კიტეიშვილი (89), 3-2 ლარსონი (90)
შვედეთი: ერლანდსონი, კრაფტი (87’ სუნდბერგი), ვალქვისტი, ნილსონი, კონატე, ტანკოვიჩი, ფრანსონი, ოლსონი (კ), ზენელი (90’ ლარსონი), ენგვალი, მობერგ-კარლსონი (62’ გუსტავსონი)
მთ. მწვრთნელი: ჰაკან ერიქსონი
საქართველო: გოშაძე, გეგეჭკორი, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, გვილია, გოროზია, არაბული (72’ შენგელია), კაჭარავა (80’ ზივზივაძე), კიტეიშვილი (კ) (90’ თევზაძე), ცნობილაძე, ხარაიშვილი
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაზე
მსაჯები: მარკუს ჰამეტერი, როლანდ რიდელი, როლანდ ბრაუნშმიდი, ჯულიან ვინბერგერი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 20’ ვალქვისტი, 26’ ჩაბრაძე, 54’ არაბული.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბატონო არგუმენტო, ღმერტმა დამიფაროს ჩემიანი თამაშობდეს რომელიმე ნაკრებში პროსტა მაგრად ვღიზიანდები ამდენი წაგება წაგება სულ წაგება არ გცხვენიათ? ვინმემ უნდა გაამართლოთ მაგრამ შენც მაგ გუნდის ხარ და კიდია არ ცხვენიათ ყველა ასაკობრივი ნაკრები აგებს და მე მაკრიტიკებ შე საცოდავო მე ნაღდადად გული მტკივა ამ სიტუაციის გამო არ მითხრათ ეს ბიჭები სულ თამაშზე ნახეს არა ძმაო ურეკავენ ეს უნდა აიყვანო ეს უნდა აიყვანო აი თქვენი ნაკრებები დავაი რა
tato
17:39 04-06-2016
0
მონდომების მაქსიმუმი - ამას დაამატეთ კარგი ფსიქოლოგი და შედეგიც მოვა!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
10:39 04-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული