U21. შვედეთი-საქართველო 3:2 - თამაში შვედების მოგებამდე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტრავმირებული ლიდერის, გიორგი პაპუნაშვილის გარეშე ბოლომდე იბრძოლა წყვილის უდავო და შესარჩევი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ შვედეთთან, მაგრამ მსაჯმა თამაში დროზე არ დაასრულა და... მაინც წავაგეთ.

ცხადია, არ ვაპირებთ, მარცხი მხოლოდ არბიტრს გადავაბრალოთ. ქართველ ფეხბურთელებს თამაშის ბოლომდე კონცენტრაციის შენარჩუნება რომ უჭირთ, არახალია...

პირველ ტაიმში მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, თუმცა პირველი გოლი მაინც ჩვენს კარში გავიდა. ქართველთა საჯარიმო მოედანში თამაშის წესები დაირღვა და პენალტი ზუსტად შეასრულა ოლსონმა.

გია გეგუჩაძის გუნდი არ გატყდა და მალევე გაათანაბრა ანგარიში. გიორგი ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ
ბაჩანა არაბულმა
ზურგით დაარტყა და შვედების კარი აიღო.

მეორე ტაიმიც თითქოს საჩვენო სცენარით მიდიოდა, სანამ არ დადგა 78-ე წუთი. მეკარე ოთო გოშაძე გამოსვლაზე შეცდა, ასაღები ბურთი საჯარიმოს გარეთ გამოიტანა და ემილ კრაფტმა შორეული, ულამაზესი დარტყმით გაგვიტანა. იმ ეპიზოდში გოშაძეს კარი "დაკარგული" ჰქონდა...

საქართველოს ნაკრებმა შეტევა გააძლიერა და გაიტანა. კუთხური ისევ ხარაიშვილმა მოაწოდა. მცველთაგან ამოტანილ ბურთს ოთარ კიტეიშვილი დახვდა და ულამაზესი გოლით აღადგინა წონასწორობა - 2:2.

ჩვენებს მოგებაც შეეძლოთ: გიორგი თევზაძისა და გრიგოლ ჩაბრაძის მიერ გათამაშებულ კომბინაციას ეს უკანასკნელი აგვირგვინებდა, მაგრამ შვედების მეკარემ თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

მსაჯმა თამაშის დასრულებას საშველი აღარ დააყენა და მოტივირებულმა შვედებმა გაგვიტანეს. მასპინძელთა შემტევის მიერ დარტყმული ბურთი მარგველაშვილს მოხვდა. გოშაძემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ... ლარსონმა ახლო მანძილიდან დასვა წერტილი - 3:2.

U21. ევრო 2017. საკვალიფიკაციო მატჩი. VI ჯგუფი
03.06. უდევალი. რიმნესდალენი
შვედეთი-საქართველო 3:2
გოლები: 1:0 ოლსონი (27-პენ), 1:1 არაბული (35), 2:1 კრაფტი (77), 2:2 კიტეიშვილი (89), 3:2 ლარსონი (90+6)
შვედეთი: ერლანდსონი, კრაფტი (87. სუნდბერგი), ვალკვისტი, ნილსონი, კონატე, ტანკოვიჩი, ფრანსონი, ოლსონი, ზენელი (90. ლარსონი), ენგვალი, მობერგ-კარლსონი (62. გუსტავსონი).
სათადარიგოები: იოჰანსონი, მანსი, ლუნდკვისტი, სელატორსი
მწვრთნელი: ჰაკან ერიქსონი
საქართველო: გოშაძე, გეგეჭკორი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე, გვილია, გოროზია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი (90. თევზაძე), არაბული (72. შენგელია), კაჭარავა (80. ზივზივაძე).
სათადარიგოები: კუპატაძე, კირკიტაძე, ბიძინაშვილი, ტაბიძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ვალკვისტი (20), ჩაბრაძე (26), არაბული (54)
არბიტრი: მ. ჰემეტერი (ავსტრია).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 7 6 0 1 19-4 18
2. შვედეთი 6 5 1 0 15-3 16
3. ესპანეთი 6 4 1 1 16-8 13
4. საქართველო 8 3 0 5 14-15 9
5. ესტონეთი 7 1 1 5 3-17 4
6. სან მარინო 8 0 1 7 1-21 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გოშაძე არგააკაროთ ნაკრებს
0
გეგუჩაძე,კარგი კომპეტენტური მწვრტნელია
ალეკსანდრე
14:41 06-06-2016
0

სიახლეები პოპულარული