22 და 24 თებერვალს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს საელიტრაუნდო გენერალური რეპეტიცია აქვს - მადრიდში, სპორტულ ცენტრ "ლას როსასში" ჩვენი გუნდი ესპანელ თანატოლთა ნაკრებს ამხანაგურად
ესპანელ 17-წლამდელებს გამოცდილი სპეციალისტი ხიმენეს მელენდესი წვრთნის, რომელსაც უეფას სხვადასხვა სამწვრთნელო სემინარზე ქართველებთან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და საქმიანი ვიზიტით ჩვენს ქვეყანაშიც ყოფილა. მას და ჟორჟიკაშვილს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და საქართველოს ნაკრების ესპანური ვოიაჟის გაჩარხვა დიდწილად ამის დამსახურებაცაა. ბუნებრივია, ელიტრაუნდამდე ჩვენს 17-წლამდელებს შეკრება და საკონტროლო მატჩები კიდევ ელით, რის შესახებაც მალე უფრო დაწვრილებით გიამბობთ.
ესპანეთში წასვლამდე კი ჟორჟიკაშვილმა და მისმა ასისტენტებმა გუნდი თბილისში შეკრიბეს, სადაც რამდენიმე ვარჯიშს ჩაატარებენ. ნაკრები, სავარაუდოდ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს. მთავარ მწვრთნელს მადრიდში წასაყვანი 18-კაციანი შემადგენლობა, ფაქტობრივად, შერჩეული ჰყავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ, დღეისთვის მიიღებს. ესპანეთში წასულ ფეხბურთელებს საელიტრაუნდო განაცხადში მოხვედრა გარანტირებული სულაც არ აქვთ, მაგრამ ამ 18-კაციან სიაში მარტამდე მინიმალური ცვლილებები თუ მოხდება.
22 თებერვალს ესპანეთი-საქართველო იქაური დროით 18 საათზე დაიწყება, ორი დღის შემდეგ კი მატჩი დილის 11 საათზე გაიმართება.
ფოტო: სფფ-ს პრესსამსაური
.