2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს რომ უმასპინძლებს, ეს არახალია. შესაბამისად, 19-წლამდელი "ჯვაროსნები" შესარჩევ ეტაპებს გამოტოვებენ და, აქედან გამომდინარე, გუნდს მოსამზადებლად რაც შეიძლება მეტი ამხანაგური მატჩის გამართვა სჭირდება.
ნაკრების თავკაცი
გიორგი ყიფიანი, რომელიც ელიტრაუნდში გასულ 19-წლამდელებსაც ავარჯიშებდა, ახალ გუნდთან მუშაობას ზაფხულიდან შეუდგა.
ცნობილი გახდა, რომ შემოდგომაზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ორივეს - ბალკანეთის საუკეთესო ნაკრებებთან: 2 და 4 სექტემბერს ქართველები ორჯერ დაუპირისპირდებიან ხორვატებს, ხოლო 8 და 10 ოქტომბერს - სერბებს.
ამას გარდა, ნოემბერში თბილისი სოლიდურ ოთხთა
ტურნირს უმასპინძლებს, სადაც უეფა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მზადყოფნას შეამოწმებს. ტურნირის ორი მონაწილე წინასწარ იყო ცნობილი - ესპანეთი და ინგლისი. მეოთხე გუნდად ჰოლანდია და კიდევ ორიოდე ქვეყნის გუნდი მოიაზრებოდა, მაგრამ ჯერ ეს საკითხი არ დაზუსტებულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"