19-წლამდელთა ნაკრები: სპარინგი ჯერ ბალკანელებთან, შემდეგ ესპანეთი, ინგლისი...

AutoSharing Option
2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს რომ უმასპინძლებს, ეს არახალია. შესაბამისად, 19-წლამდელი "ჯვაროსნები" შესარჩევ ეტაპებს გამოტოვებენ და, აქედან გამომდინარე, გუნდს მოსამზადებლად რაც შეიძლება მეტი ამხანაგური მატჩის გამართვა სჭირდება.

ნაკრების თავკაცი გიორგი ყიფიანი, რომელიც ელიტრაუნდში გასულ 19-წლამდელებსაც ავარჯიშებდა, ახალ გუნდთან მუშაობას ზაფხულიდან შეუდგა.

ცნობილი გახდა, რომ შემოდგომაზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ორივეს - ბალკანეთის საუკეთესო ნაკრებებთან: 2 და 4 სექტემბერს ქართველები ორჯერ დაუპირისპირდებიან ხორვატებს, ხოლო 8 და 10 ოქტომბერს - სერბებს.

ამას გარდა, ნოემბერში თბილისი სოლიდურ ოთხთა
ტურნირს უმასპინძლებს, სადაც უეფა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მზადყოფნას შეამოწმებს. ტურნირის ორი მონაწილე წინასწარ იყო ცნობილი - ესპანეთი და ინგლისი. მეოთხე გუნდად ჰოლანდია და კიდევ ორიოდე ქვეყნის გუნდი მოიაზრებოდა, მაგრამ ჯერ ეს საკითხი არ დაზუსტებულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბოლოს რომ გყავდათ შემადგენლობა ცოტა განახლეთ.ნუ ჩაძირავთ 35 გუნდის ყოფილ ფეხბურთელებს.ქიმერას, სპანდერას,ბორუბოვს, ნიკოლეიშვილს და......










vaspa
00:12 28-07-2016
0
კარგია, ნამდვილად ძლიერი სპარინგ-პარტნიორებია, როცა იმსახურებენ შექებას, უნდა შევაქოთ ფედერაცია, ამ საკითხზე კარგად უმუშავიათ
llcl
12:59 26-07-2016
0

სიახლეები პოპულარული