U19. ნაკრებში გამოძახებულთაგან 23 თბილისური კლუბებიდანაა

AutoSharing Option
2 და 4 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2017 წლის 19-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ლიტველ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 

მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 წუთზე დაიწყება.

გიორგი ყიფიანის გუნდი 29 აგვისტოს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბა. მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 27 ფეხბურთელს უხმო.

აღსანიშნავია, რომ 27 ფეხბურთელიდან 23 თბილისური კლუბებიდანაა. მხოლოდ სამი ფეხბურთელი არის სხვა ქალაქებიდან და ერთიც ლეგიონერი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა იმ 27-კაციანი შემადგენლობა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგური მატჩებისთვის იხმო.

მეკარეები: ლევან ისიანი (დინამო,
თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა სანიკიძე (საბურთალო)
მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა ფიფია (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო, თბილისი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ნიკა ყურშავიშვილი (ლოკომოტივი)
ნახევარმცველები: ლუკა ფოჩხუა (დინამო, თბილისი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი)
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (დინამო, თბილისი), სერგო კუხიანიძე (ტორპედო), ნიკა კვანტალიანი (დინამო, ბათუმი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი გოგილაშვილი (დინამო, თბილისი).
მკითხველის კომენტარები / 12 /
აუუფფ მოუგებენ ლიტვას და გააღმერთებენ რამდენი ბავშვი იჩაგრება და მერე პრეტენზია გვაქვს საქართველოში ფეხბურთი არარისო როგორუნდა იყოს როცა თავიანთი ხალხი ყავთ გამოძახებული სადარიან ქიმერიძე ბარაბაძე სპანდერაშვილი ვირუბოვი ქიმერიძე წავა რუსეთში და დაკარგავთ საერთოდ ეჰჰ
zaza
15:18 30-08-2016
0
არაბიძე 18ელისაა.ეს მისი ტოლების ნაკრებია რაც არ იცით ნუ წერს
koki
14:43 30-08-2016
0

სიახლეები პოპულარული